მარინა ფედუნკივი

საქართველოში Comedy Woman-ის ვარსკვლავი ისვენებს - ვიდეო

155
(განახლებულია 19:59 12.09.2018)
პოპულარული იუმორისტი საქართველოში დასვენებისას თავისი თაყვანისმცემლების გამხიარულების შანსს ხელიდან არ უშვებს

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ისვენებს პოპულარული რუსი კომედიური მსახიობი მარინა ფედუნკივი, რომელსაც მაყურებელი Comedy Woman-ის შოუდან იცნობს.

დემის კარიბიდისი გახდა, რათა საქართველოში კარგად დანაყრდეს >>

არტისტმა თავდაპირველად საქართველოს „გემო გაუსინჯა“ და ღვინო ყანწით დალია. ფედუნკივმა მისთვის ჩვეულ იუმორისტულ სტილში ვიდეო-სკეტჩი თბილისიდან სოციალურ ქსელში ატვირთა.

ქართული ღვინის გარდა, მარინა ფედუნკივმა ერთ-ერთ თბილისურ რესტორანში ქართული ტრადიციული სამზარეულო დააგემოვნა და ქართული ქალაქური რომანსი მოისმინა.

გარდა ამისა, იუმორისტმა დაათვალიერა ავლაბრის ისტორიული უბანი და დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი „ახალი ტფილისი“.

მარინა ფედუნკივი წარმოშობით ქალაქ პერმიდან არის. მის შემოქმედებაში არის მონაწილეობა უამრავ შოუში, როლები ტელესერიალებსა და მხატვრულ ფილმებში. ყველაზე დიდი პოპულარობა მას მოუტანა კოლიანის დედის როლმა სერიალში „რეალური ბიჭები“ (Реальные пацаны). ბევრ ფილმში აქვს შესრულებული ეპიზოდური როლი. ფედუნკივი ასევე თეატრში თამაშობს და იყო ცნობილი როგორც Dj FeduN.

155
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (335)