ტურისტები თბილისში

საქართველო ტურიზმის ზრდის მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა

110
(განახლებულია 11:11 11.09.2018)
ტურიზმის ზრდის კუთხით ლიდერები არიან ეგვიპტე, ტოგო, ვიეტნამი და საქართველო.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტული მიმართულებები ყველაზე სწრაფად ვითარდება. ამაზე მეტყველებს გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) 2017 წლის მიმოხილვა.

ტურიზმის ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ეგვიპტეში (55%), მას მოსდევენ ტოგო (46%), ვიეტნამი (29%) და საქართველო (27,9%). ამ კატეგორიაში საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და სხვ.

მთლიანობაში, გასულ წელს საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობა 6,8%-ით გაიზარდა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა. როგორც იცით, 2016 წელს ტურისტულად სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები შთამბეჭდავია არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ეს საშუალებას იძლევა, მსოფლიოში მოწინავე პოზიციები დავიკავოთ.

 

110