ტურისტები კახეთში

შანსი დამწყებთათვის: მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია კონკურსს ჩაატარებს

149
(განახლებულია 16:45 06.08.2018)
სტარტაპერებს საქართველოდან ქვეყნის ტურისტულ სექტორში ინოვაციები ელოდებათ

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სტარტაპები საქართველოდან შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც წელს, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ინციატივით, პირველად ჩატარდება.

კონკურსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძემ.

კონკურსში 164 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილოებას. მისი მიზანია ტურისტული სექტორის გარდაქმნა, ინოვაციების დანერგვა, ასევე ახალ ბიზნეს-მოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების გამოვლენა, რომელთა შორისაა ციკულარული ეკონომიკა, ასევე გაცვლითი ეკონომიკა.

„მსგავსი კონკურსი პირველად ჩატარდება, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში ქართული პროექტები იქნება წარმოდგენილი და ასევე იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კომპანია იქნება", — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტში მონაწილეობს ცნობილი საკონსულტაცია კომპანია Barrabés.biz, რომლის მუშაობის გამოცდილება სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის შემუშავების სფეროში ოც წელს ითვლის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ბიზნეს-მოდელები ოთხ ძირითად სფეროს უნდა უკავშირდებოდეს: მომავალი მოგზაურობების განვითარება (The future of travel), გამოცდილება ტურიზმის სექტორში (The tourism experience), გარემოზე გავლენა (Environmental impact), საზოგადოების განვითარება (Community development).

კოკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა სპეციალურ ვებ-გვერდზე განაცხადი 2018 წლის 3 სექტემბრამდე უნდა შეიტანონ.

კონკურსის გამარჯვებულები ტურიზმის სფეროში წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობას შეძლებენ.

149
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (326)