მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 31 პროცენტით გაიზარდა

© Sputnik / STRINGERთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი მგზავრი საქართველოში გადაიყვანეს ავიაკომპანიებმა Georgian Airways და Turkish Airlines.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 2,1 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურნენ, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30,79%-ით, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით - 94,24%-ით გაიზარდა.

Wizz Air - Sputnik საქართველო
WizzAir–ი ქუთაისი–ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს იწყებს

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ექვს თვეში მოემსახურა დაახლოებით 1,7 მლნ მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს თითქმის 387,8 ათასი მგზავრით სჭარბობს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამავე პერიოდში მოემსახურა დაახლოებით 190,3 ათას მგზავრს, რაც 2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემზე თითქმის 56,9 ათასით მეტია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა დაახლოებით 234,8 ათას მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს თითქმის 51,1 ათასი მგზავრით სჭარბობს.

ყველაზე მეტი მგზავრი აღნიშნულ პერიოდში გადაიყვანეს ავიაკომპანიებმა Georgian Airways, Turkish Airlines, Wizz Air, Fly Dubai და Ukraine International Airlines.

„ასეც ხდება: ბათუმის აეროპორტმა სამშობიაროს ფუნქცია შეითავსა">>

ნახევარი წლის განმავლობაში სულ განხორციელდა დაახლოებით 11 ათასი სატვირთო და სამგზავრო რეისი. აქედან შესრულდა თითქმის 9,3 ათასი რეგულარული და 1,4 ათასზე მეტი ჩარტერული რეისი.

 

ყველა ახალი ამბავი
0