დუბაის ქუჩებში დაკარგული ქართველი გოგონა - რა უარყოფითი მხარე აქვს მოგზაურობას

© FB / Nino Murachashviliყვავილების ბაღი კატალონიაში
ყვავილების ბაღი კატალონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც გინდა მოწყდე ყოველდღიურ ცხოვრებას, გადალახო საზღვრები, განიტვირთოთ და შენი ცხოვრება ლამაზ მოგონებად აქციო.

ნინო მურაჩაშვილი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც მოგზაურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პროფესიით თარჯიმან-რეფერენტია, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია Nikai Georgia-ს  ქართული ფილიალის დირექტორია. ამბობს, რომ ძალიან უყვარს მოგზაურობა. მოგზაურობაზე არანაკლებ იტაცებს ყვავილების შეგროვება, გახარება, მოვლა. ემზადება ოცნების სახლისთვის, რომელიც გალამაზებული და გამწვანებული იქნება.

© FB / Nino Murachashviliნინო მურაჩაშვილი
ნინო მურაჩაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო მურაჩაშვილი

— ძალიან დიდ დროს ვუთმობ მოგზაურობას. ვცდილობ მოვინახულო ყველა  მნიშვნელოვანი ადგილი, ქალაქი, ქვეყანა და უფრო მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ცხოვრება. ხუთი წლის შვილი მყავს. ძალიან მინდა ისიც მიეჩვიოს მოგზაურობას. სამწუხაროდ მგზავრობას ვერ იტანს, შესაბამისად, როგორც კი ამას გადავლახავთ, აუცილებლად ვეცდები ჩემთან ერთად იმოგზაუროს და მასაც ჩემსავით შეუყვარდეს მოგზაურობა.

- პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

— პირველად საქართველოს საზღვარი 2009 წელს გადავკვეთე. ეს იყო შენგენის ზონა- ლიტვა. ეს პირველი მოგზაურობა იყო და სწორედ ამით იყო  განსაკუთრებული. მოვხვდი არაჩვეულებრივ ოჯახში, სადაც ძალიან კარგად გვიმასპინძლეს. ამის მერე ბევრ ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ რადგან ეს იყო პირველი ემოცია, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.  იმდენად ტკბილად მახსენდება იქ გატარებული დრო, რომ თამამად შემიძლია ვთქვა ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა.

- რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს სადაც უნდა იმოგზაუროთ?

— ვერ ვიტყვი, რომ ტურის  დაგეგმვაში ძალიან დიდ დროს ვკარგავ. ძირითად ყურადღებას ვამახვილებ, რა მსმენია, რა მაინტერესებს ამ ქვეყნის შესახებ. მაგალითად ბავშვობიდან ძალიან მინდოდა მენახა დუბაი. მაგალითად პარიზი იმ ქვეყნების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. ამ პრიორიტეტით არასოდეს ვარჩევ  ქვეყანას.  განსაკუთრებულად მომწონს  აზიური ქვეყნები. ყოველ ჯერზე, როცა აზიაში ჩადიხარ განსხვავებული და სხვა გარემო გხვდება, რომელიც თავიდან უნდა შეიცნო. ევროპის შემთხვევაში ასე არ არის. თითქოს ყველაფერი ერთ დონეზეა. რა თქმა უნდა ევროპასაც თავისებური ხიბლი აქვს, ძალიან მომწონს, მაგრამ უპირატესობას მაინც აზიის ქვეყნებს ვანიჭებ.

© FB / Nino Murachashviliდუბაიში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
დუბაიში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
დუბაიში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

— ჯერჯერობით რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა და გამაოცა, არის ჰონგ-კონგი, თავისი განსხვავებული კულტურით, ტრადიციებით, ადამიანებით. აქ ყველა ცდილობს დაგეხმაროს. ჰონგ-კონგში მოვხვდი ჩინეთის შემდეგ. ჩინეთი განვითარებით არის ძალიან დაბალ საფეხურზე, რასაც ვერ იტყვი ჰონგ-კონგზე. ეს მოგზაურობა დასამახსოვრებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იყო ისეთი ადგილები, სადაც თავი 27-ე საუკუნეში გეგონებოდა, მოიხედავდი გვერდზე და იქ სხვა რეალობას აწყდებოდი, თითქოს მე-19 საუკუნის მიწურულში ცხოვრობდი. ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა და რადიკალურად განსხვავებული  სამყარო იყო. ეს იყო ყველაზე გამორჩეულია ადგილი, რაც კი ოდესმე მინახავს. ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდებარე ბარში, რომელიც განთავსებული იყო სახურავზე და როდესაც ვიყურებოდით ჭერში, რომელიც იყო ღია, თვითმფრინავები პირდაპირ ჩვენს თავზე დაფრინავდნენ. ეს იყო ლამაზიც, შთამბეჭდავიც და ამავე დროს საშიშიც. სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ჰონგ-კონგში.

წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ფერეიდანმა. ფერეიდანში სამ მეგობართან ერთად აღმოვჩნდი, სადაც მიგვიწვია ისპაჰანის მერმა. ეს მერი არის წარმოშობით ქართველი. ვერ წარმოიდგენთ როგორი პატრიოტები არიან იქ მცხოვრები ადამიანები. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ ირანში, თორემ სულით ხორცამდე ქართველები არიან. როცა შედიხარ ფერეიდანში გზაზე არის აბრა, სადაც ირანულად და ქართულად წერია „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. შთაბეჭდილება გრჩება, რომ ხარ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში. გარდა ამისა ყველა წარწერა, ეს იქნება ჭიშკარზე, კარზე, მაღაზიაზე თუ ა.შ. არის ქართულადაც. ისინი საუბრობენ იმ ქართულით, რომელიც ჩვენ დავიწყებული გვაქვს. პატრიოტი ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ისე გიყვარდეს ადამიანს რაიმე, როგორც ამ ადამიანებს უყვართ საქართველო.

© photo: courtesy of Nino Murachashviliნინო მურაჩაშვილი ფერეიდანში
ნინო მურაჩაშვილი ფერეიდანში - Sputnik საქართველო
ნინო მურაჩაშვილი ფერეიდანში

- უცნაური კანონებით და ადათ წესით რომელი ქვეყანა გამოირჩეოდა?

— ამ მხრივ გამოვყოფ ირანს. როცა იქ ჩავედი, მოვხვდი მერის ოჯახში, სადაც არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს, თუმცა არ დავმსხდარვართ მაგიდასთან, რამაც ძალიან გამაოცა. ყველანი იატაკზე, ნოხზე დავსხედით და იქ მივირთმევდით სადილს.

ტურისტების ვალდებულებაა მათაც თავსაფრით იარონ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გიჩანდეს თმა. თუ შემთხვევით თმა გამოგიჩნდა,  აუცილებლად მიიღებ ქუჩაში გამვლელისგან შენიშვნას. ასევე უნდა გეცვას სამოსი, რომელიც უკანა ნაწილს გიფარავს და მუხლამდეა ჩამოსული.

მე და ჩემი მეგობრები ერთ-ერთ საღამოს წავედით ბაზარში, სადაც ჩავიცვი მაისური, რომელიც უკანა ნაწილს ნახევრად მიმალავდა. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, დიდი, პატარა, ქალი, კაცი მიყურებდა მე. მათთვის ვიყავი ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ „სახრჩობელაზე გასაყვანი“ ადამიანი. ეს იყო წესები, რომელიც ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. იყო ულამაზესი ადგილები, ტაძრები სადაც არ გვიშვებდნენ, მათი თქმით იქ მხოლოდ კაცები უნდა შესულიყვნენ. თავიდან გვეშინოდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ საშიში არაფერია, თუ მათ ადათ წესებს პატივს სცემ.

© FB / Nino Murachashviliფერეიდანში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ფერეიდანში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ფერეიდანში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდნილხართ?

— არაერთი კურიოზული შემთხვეა ყოფილა. ალბათ არ არსებობს მოგზაური,  რომელსაც კურიოზი არ გადახდენია თავს.  როდესაც პირველად ჩავედი დუბაიში, აღმოჩნდა, რომ შევყევი შენობების დათვალიერებას, რომელიც ძალიან მომეწონა და ამასობაში დავიკარგე. ჩემი სასტუმროდან ძალიან შორს აღმოვჩნდი. თან უკვე ღამის ორი საათი იყო. წარმოდგენა არ მაქვს საით უნდა წავიდე, არც სასტუმროს სახელი მახსოვს. ის, რომ ჩანთაში სასტუმროს  ბარათი მედო არც გამხსენებია. ისეთი დაბნეული და შეშინებული დავდიოდი, ხალხიც ხვდებოდა, რომ ტურისტი ვიყავი და დავიკარგე. მოულოდნელად გამახსენდა შენობა, რომელსაც თავზე ქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ბურთი. ერთ-ერთ მაღალ შენობაში ვთხოვე დაცვას, რომ შევეშვი. როგორც იქნა ავუხსენი რატომ მინდოდა შესვლა და შემიშვა. სახურავიდან ერთად გადმოვხედეთ ქალაქს და როგორც იქნა დავინახე ის ოქროსფერი ბურთი და აღვიდგინე სადაც უნდა მივსულიყავი. იქიდან უკვე მარტივად გამოვიგენი გზა. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით დილის ხუთ საათამდე. სასტუმროში რომ მივედი, ჩანთა გავხსენი და ამოვიღე ბარათი, რომელსაც აწერია სასტუმროს სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. ისტერიული სიცილი ამიტყდა. მაშინ ძალიან ვინერვიულე, მაგრამ დღეს ღიმილით მახსენდება. ეს კარგ გაკვეთილად დამრჩა.

© photo: courtesy of Nino Murachashviliშებოლილი ღამურა
შებოლილი ღამურა - Sputnik საქართველო
შებოლილი ღამურა

- კერძების შემთხვევაში ექსპერიმენტები გიყვართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— ეს არის ჩინური სამზარეულო. იქ ვნახე სახინკლეები. ვიზუალურად ძალიან გავს ხინკალს, უბრალოდ კუჭი არ აქვს. ყველა ქვეყანაში ვსინჯავ ტრადიციულ კერძს. რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდეს კერძი, მაინც ვსინჯავ, ეს იქნება ბაყაყი, რვაფეხა თუ სხვა. მაგრამ ჩინეთში ვერ გავრისკე და ვერ გავსინჯე მწვადივით შემწვარი ხოჭოები. თუმცა როგორც სხვებმა თქვეს, ძალიან გემრიელი იყო.

- ამ ხნის განმავლობაში რა მოგცათ მოგზაურობამ, რა კვალს ტოვებს ეს თქვენ ცხოვრებაში?

— მოგზაურობამ პირველ რიგში მომცა დიდი გამოცდილება და შემმატა ბევრი მეგობარი. ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი გავიჩინე. საბედნიეროდ დღემდე გრძელდება ეს მეგობრობა. ჩემი აზრით, მოგზაურობას ცუდი მხარეც აქვს. არის მომენტები, როცა გგონია, რომ სამოგზაუროდ მიდიხარ მეგობართან ერთად და იქიდან ბრუნდები სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად. ზოგჯერ მოგზაურობის განმავლობაში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემდგომ, ბევრ  განსხვავებულ და უცხო თვისებებს აღმოაჩენს ადამიანში. მოგზაურობის შემდეგ ადამიანები დამიკარგავს კიდეც. ამას დღემდე არ ვნანობ, რადგან მათში ისეთი რაღაც აღმომიჩენია, რაც ჩემი ხასიათისგან ძალიან შორს ყოფილა. თუმცა საბედნიეროდ დადებითი უფრო მოაქვს მოგზაურობას, ვიდრე უარყოფითი.

© FB / Nino Murachashviliხელოვნური ფლამინგოები ყვავილების ბაღში, კატალონია
ხელოვნური ფლამინგოები ყვავილების ბაღში, კატალონია - Sputnik საქართველო
ხელოვნური ფლამინგოები ყვავილების ბაღში, კატალონია

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— საქართველოს რაც შეეხება ჯერ ბათუმში ვაპირებ წასვლას. მაღალმთიანი აჭარა ბოლომდე არ მინახავს. ამ ზაფხულს აუცილებლად მოვივლი ყველა ადგილს. შემდეგ ვგეგმავ კოლომბოში გამგზავრებას. ასევე დაგეგმილი მაქვს პარიზში მოგზაურობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0