საქართველო Google-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

CC0 / Pixabay / YouTube
YouTube - Sputnik საქართველო
გამოწერა
Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-Ukraine-ის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ გააცნეს. მსოფლიოში უდიდეს ვიდეოპორტალ Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება.

სათაფლიისკენ მიმავალი ბილიკი - Sputnik საქართველო
თავგადასავლების მოყვარულთათვის ახალი ბილიკები ეწყობა

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება, 29 აგვისტომდე გაგრძელდება და შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

მტირალას ეროვნული პარკი და ოკაცეს კანიონი – „ევრონიუსის“ ეთერში >>

კამპანიის შედეგად განსაზღვრული შთაბეჭდილებების რაოდენობა შეადგენს (Impressions) — 95,237,500 ხოლო ვიდეორგოლების ნახვების რაოდენობა (Views) — 21,052,500. კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სარეკლამო კამპანიების დაგეგმავს. 2017 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია Google-მა წარმატებულად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0