თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ფეხით მოგზაურობის მოყვარულთათვის საქართველოში ეწყობა და ინიშნება ახალი ბილიკები, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს რვა რეგიონი და 190 ბილიკი შეისწავლა.
მონიშნული ბილიკების საერთო სიგრძე 722 კილომეტრია. ყველა ბილიკი ქართული ეროვნული სტანდარტებით შეიქმნა, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2015 წელს მიიღო.
2016-2017 წლებში მხოლოდ სამეგრელო–ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონებში 33 ბილიკი მოინიშნა. შეიქმნა 600-ზე მეტი მარშრუტი.
ინფორმაცია ახალი ბილიკების შექმნისა და მონიშვნის შესახებ პარალელურად ინტერნეტში თავსდება. ბილიკები განთავსებულია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საძიებო პლატფორმაზე Wikiloc.
ესაა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც შექმნილია სათავგადასავლო მარშრუტებისთვის და რომელსაც ამ ეტაპზე ჰყავს რვა მილიონზე მეტი მომხმარებელი. Wikiloc-ს აქვს ავტომატური
ეს კიდევ უფრო უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზებასა და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას, დარწმუნებული არიან ადმინისტრაციაში.
Wikiloc-ზე ქართული მარშრუტების პოვნა შესაძლებელია სახელწოდებით Georgia and Travel. იქ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ჩატვირთულია 40 სხვადასხვა სირთულისა და სიგრძის ბილიკი, რომლებსაც ეტაპობრივად ემატება ყველა მარშრუტი, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონიშნავს.