ბათუმი

ბათუმი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

43
(განახლებულია 12:16 17.04.2018)
ტურიზმის გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები გერმანიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ბათუმში 11–13 მაისს გაიმართება ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე–11 საერთაშორისო გამოფენა Expo Batumi Travel 2018, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოფენა მასშტაბური იქნება, მასში ყოვე წელს ათობით ქვეყანა იღებს მონაწილეობას. Expo Batumi Travel 2018–ში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროებში.

წელს გამოფენაზე შესაძლებელი იქნება კომპანიების პროდუქციისა და საქმიანობის გაცნობა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელარუსი, გერმანია და სხვა.

გამოფენის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებისთვის გაიმართება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და შეხვედრები ჟურნალისტებთან.

გამოფენის ორგანიზატორია კომპანია GeoNet Express. ესაა ერთ–ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საგამოფენო საქმიანობის განვითარებას.


43
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (255)