რუსეთის ბიზნეს–ტურიზმის ასოციაცია თბილისში გამოფენას გამართავს

გამოწერა
თბილისში შეიკრიბება ასზე მეტი უცხოური კომპანია, რომლებიც საქმიანი ტურიზმის სპეციალისტები არიან.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა IMG MICE Geography Show — Caucasus Chapter გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გამოფენა 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი წამყვანი უცხოური კომპანია, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ.

„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს საქმიანი ტურიზმის ცენტრად რეგიონში", — განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

როსია 1 - Sputnik საქართველო
„როსია 1" საქართველოში ტურიზმის რეკლამისთვის 1,1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

ყოველწლიურ MICE workshop — International MICE Geography Show-ს ბიზნეს-ტურიზმის რუსეთის ასოციაცია AБT-ACTE Russia მართავს. ესაა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთისა და დსთ-ის ტერიტორიაზე, რომელიც საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის იწვევენ MICE-ს ინდუსტრიის პროფესიონალებს. MICE ოთხ საბაზისო მიმართულებას წარმოქმნის: meetings — კორპორატიული შეხვედრები, პრეზენტაციები, მოლაპარაკებები; incentives — წამახალისებელი ან სამოტივაციო ტურები და პროგრამები, პერსონალის სწავლა, კორპორატიული დღესასწაულები; conferences — კონფერენციები, კონგრესები, ყრილობები, ფორუმები, სემინარები; exhibitions — გამოფენები, საიმიჯო ღონისძიებები, ფესტივალები, საქველმოქმედო კონცერტები.

„სამდღიანი სამუშაო, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამისთვის IMG Show Caucasus Chapter გააერთიანებს ღონისძიებების მომწოდებლებსა და ორგანიზატორებს, რაც ასევე საშუალებას მოგვცემს ვაჩვენოთ რეგიონის პოტენციალი MICE-სთვის. ჩვენ ამას სიყვარულით და ასევე, რა თქმა უნდა, საქმისთვის ვაკეთებთ, რადგან აღნიშნულ სასტუმრო მიმართულებებზე მოთხოვნა უცვლელად იზრდება", — განაცხადა АБТ-ACTЕ Russia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირინა მიხალკოვამ.

ღონისძიება გაიმართება Convention and Exhibition Bureau of Georgia და Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi-ს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0