ალი და ნინო

National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა

129
ბათუმი, როგორც უქმეების გატარების საუკეთესო ადგილი, ნიცის, პალერმოს, ამსტერდამის და ოქსფორდის გვერდით აღმოჩნდა

თბილისი, 15 მარტი — Sputnik.  პოლონურმა გამოცემა National Geographic Traveler–მა მარტის ნომერში ევროპის საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ბათუმი მოხდა, განუცხადეს  „Sputnik საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. 

ბათუმი, როგორც უქმეების გატარების  საუკეთესო ადგილი, ნიცის, პალერმოს, ამსტერდამის და ოქსფორდის გვერდით აღმოჩნდა. 

„მზესთან ახლოს“ – ასე ჰქვია ევროპის საუკეთესო ქალაქების ჩამონათვალში აჭარის შესახებ სტატიას.

„ჩვენ ბედნიერების რეცეპტი ვიცით, ამბობენ ქართველები. შეიძლება ეს თქვენ ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, თუმცა, ბათუმში გატარებულმა უქმეებმა ამ სიტყვების სიმართლეში დამარწმუნეს“, – წერს ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი. 

სტატიაში ჟურნალისტი ბათუმის საუკეთესო ადგილებზე საუბრობს: ბოტანიკურ ბაღზე, ბულვარზე, ევროპის მოედანსა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე. ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ადგილობრივი სამზარეულოსა და მაღალმთიანი აჭარის სილამაზის შესახებ.

 National Geographic Traveler–ის ჟურნალისტი საქართველოში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედია–საშუალებებში გამოქვეყნდეს. ჩვენი მოწვევით გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. შედეგად, ჩვენ მივიღეთ 150-ზე მეტი მედია–პროდუქტი რეიტინგულ ტელევიზიებში, ჟურნალებსა და ონლაინ–გამოცემებში… აჭარის შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, თუმცა, ისეთი ქალაქების გვერდით ბათუმის დასახელება, როგორიცაა ნიცა, ამსტერდამი და პალერმო,  ნამდვილად ორმაგად სასიხარულოა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 


129
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)