საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარება გრძელდება

გამოწერა
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ბაკურიანი და დიდი მიტარბი ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ კურორტ ბაკურიანთან მდებარე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმა დაამტკიცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გუდაურსა და ბაკურიანში „თოვლის მსოფლიო დღე“ აღნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ბაკურიანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება–რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის ივლისში ხელისუფლებამ ბაკურიანისა და მის მიმდებარედ მდებარე დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გეგმა შეიმუშავა. შესაბამისად, 2016 წელს, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში მიტარბის ტრასა გაიხსნა.

„ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

დაგეგმილია ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური განვითარება, სპორტული კომპლექსებისა და ველოპარკების მშენებლობა, აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის სიტყვებით, ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს.

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტი ბაკურიანი, რომელმაც ფუნქციონირება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.

ბაკურიანთან ერთად საქართველოში სამი ძირითადი ზამთრის კურორტი მოქმედებს – გუდაური, მესტია და გოდერძი.

ყველა ახალი ამბავი
0