საქართველოში დასვენების მსურველები საჭირო ინფორმაციას МУЗ-ТВ-ზე ახალ შოუში მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დასვენების მსურველები МУЗ-ТВ-ზე ახალი შოუს წყალობით ქვეყანაში ყველაზე საინტერესო ადგილების შესახებ გაიგებენ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. რუსული ტელეარხის МУЗ-ТВ პროგრამული დირექტორი, ტელეწამყვანი ანდრეი რაზიგრაევი ახალი შოუს "შვებულება საგზურის გარეშე" (Отпуск Без Путевки) გადაღებებისთვის საქართველოს ეწვია.

 

travel-შოუს პრემიერა დუბაიში მოგზაურობის შესახებ 4 მარტს გაიმართა. აღმოსავლეთის ქვეყნის დედაქალაქში შოპინგისა და ფუფუნების საკითხებში მთავარი ექსპერტი პოპულარული მომღერალი ეგორ კრიდი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გავა გადაცემა საქართველოს შესახებ. „შვებულების“ საპრემიერო გამოშვებები ყოველ კვირას, 12:30 საათზე გადის.

იმის შესახებ, რომ ტელეპროგრამის ერთი გამოშვების გადაღება საქართველოში მიდის, ანდრეი რაზიგრაევმა Instagram-ში თავის მიკრობლოგში ისაუბრა.

სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულოს რომელ კერძს სთავაზობს New York Times-ი

„ერთი სული მაქვს, გავიგო, ვინ გამოიცნობს პირველი ლოკაციას! ჩემგან საჩუქარია — ჩურჩხელა, ხაჭაპური, ქინძმარაული… მაშ ასე, სად ვარ?!." — დაწერა რაზიგრაევმა.

პასუხი სხვადასხვაგვარი იყო. ზოგმა ფოტოზე სომხეთი ამოიცნო, ზოგმა — ბაქო, ზოგმა კი სულაც იტალია. თუმცა, ბევრმა ამოიცნო საქართველოც.

ყოველკვირეული საავტორო შოუს აღწერაში ნათქვამია, რომ ტელემაყურებელს ელოდება მოგზაურობა დედამიწის გარშემო და ისინი მრავალ სასარგებლო დეტალს გაიგებენ. საუკეთესო სასტუმროებს ცხოვრებისთვის, ყველაზე მოსახერხებელ ტრანსპორტს, მოულოდნელ სუვენირებსა და ადგილობრივი სამზარეულოს ყველაზე გემრიელ კერძებს მსოფლიოს ყველა კუთხეში — ყოველივე ეს ანდრეი რაზიგრაევის ყურადღების მიღმა არ დარჩება.

სასარგებლო ადგილების რეიტინგმა მაყურებელში რომ ნდობა აღძრას, მის შექმნაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე პოპულარული არტისტები, რომლებიც ანდრეის საყვარელი ადგილების შესახებ ყველაფერს უყვებიან.

ყველა ახალი ამბავი
0