საქართველო „მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად“ დასახელდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო Biltmore Tower თბილისში
სასტუმრო Biltmore Tower თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო რამდენიმე მიმართულებით დაიმსახურა

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველო დასახელდა 2017/2018 წლისთვის ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციებს შორის ცნობილი ბრიტანული გამოცემა FDI intelligence-ს ვერსიით, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე.

გამოცემის რეიტინგში საქართველოს მეოთხე ადგილი მიენიჭა. პირველ სამეულში შევიდნენ ბელიზი, ხორვატია და გამბია. შემდეგ მოდის საბერძნეთი, იამაიკა, სენტ-ლუსია, კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი ვალე-დელ-კაუკა და სომხეთის დედაქალაქი ერევანი.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტთან ტურისტულ ზონას ააშენებენ

საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო დაიმსახურა რამდენიმე მიმართულებით: სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, ასევე უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის გამარტივებული პროცედურებით.

გამოცემაში საუბარია საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის დარგში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებზე. ეს არის 70 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც 7-ვარსკვლავიანი  სასტუმროს Biltmore Hotel Tbilisi-ს მშენებლობისთვის გამოყო უცხოელმა ინვესტორმა, ხოლო 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა ბათუმში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის მშენებლობისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორში 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მიმართულებაა სპა და გამაჯანსაღებელი ინდუსტრია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და წყალტუბოში სპა და გამაჯანსაღებელი ქალაქის განვითარებისათვის. 

ტურისტები თბილისობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
Google საქართველოში ტურიზმის განვითარებით კმაყოფილია

გამოცემის თქმით, უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, რომელიც მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. 

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7,6%-ით მეტია, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ეთნიკური მრავალფეროვნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, საქართველომ სტუმრების მრავალფეროვნების დარგშიც მიიღო განსაკუთრებული ჯილდო.  

2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  აამოქმედა ელექტრონული ვიზის (e-Visa) პორტალი, რომელიც გამარტივებული წესით სთავაზობს ვიზის მიღების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც მოკლევადიანი მიზნით სტუმრობენ საქართველოს. სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველომ ქვეყანაში გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის ჯილდო (Ease of Entry award) დაიმსახურა, წერს FDI intelligence.


ყველა ახალი ამბავი
0