თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი გადაიდო, რეისს უნგრული ავიაკომპანია WizzAir–ი ასრულებს, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით დღეს, დილით 06:35 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა, გადაიდო. აეროპორტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გერმანიაში ცუდი ამინდია“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ერთ-ერთმა მგზავრმა.
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან 16:30 სთ-ზე შესრულდება.