Vogue: საქართველო – მუდამ თქვენს ფიქრებში

© Sputnik / Denis Aslanovძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Vogue-ის ავტორი საუბრობს საქართველოს ბობოქარ წარსულსა და ამბიციურ მომავალზე.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მოდის შესახებ გავლენიანი გამოცემა Vogue მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ასახელებს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ეს ქვეყანა მათ ფიქრებში.

სტატიის ავტორი კარენ ლოფტუსი აღწერს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის კულტურის მრავალფეროვნებას.

„საქართველო სწრაფად მიიწევს იქითკენ, რომ ახალი ბერლინი ან პრაღა გახდეს. ჯობს დროულად ეწვიოთ ამ ქვეყანას, რადგან საქართველოში წასვლის იდეა ყველას გაუჩნდება", — წერს ლოფტუსი.

ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო
Vogue-მა ბათუმს საოცარი ზღვისპირა ქალაქი უწოდა

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველო პოპულარული არ იყო. ქვეყანამ, რომელმაც 1990-იან წლებში რთული პერიოდი განვლო, 1997 წელს სულ 1,5 ათასი ვიზიტორი მიიღო, ხოლო 2016 წელს მეექვსმილიონე საერთაშორისო ვიზიტორის სტუმრობა აღნიშნა.

„New York Times-მა 2015 წელს საქართველო 52 ტურისტულ მიმართულებაში შეიყვანა, რომელთა ნახვაც აუცილებელია. კახურ ღვინოზე პოპულარული ჟურნალი მოგზაურობების შესახებ Condé Nast Traveler წერს, ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტი ენტონუ ბორდეინი მაყურებელს ურჩევს, მოგზაურობების ნუსხაში საქართველო აუცილებლად შეიყვანოს", — წერს ლოფტუსი.

Vogue-ის სტატიაში საუბარია თბილისის ისტორიულ უბნებზე, არქიტექტურულ ძეგლებზე, ციხე-სიმაგრეებზე, სასტუმროებზე, პარკებზე, დედაქალაქის ღამის ცხოვრებაზე. Vogue-მა გამოაქვეყნა სამების საკათედრო ტაძრის, საქართველოს ბანკის, აბანოთუბნის, რიყის პარკის, მშვიდობის ხიდისა და სხვა ფოტოები.

თბილისობა - Sputnik საქართველო
საქართველოს წლის დასაწყისიდან 6,4 მილიონი უცხოელი ეწვია

„საქართველოს ბობოქარი წარსული და მისი ამბიციური მომავალი, როგორც ჩანს, გვერდიგვერდ არსებობს: არქიტექტურაში ხედავთ კარგად „გაცვეთილ" ქუჩებსა და მოდერნის სტილის შენობებს, რომელთაგან ზოგი კარგად რესტავრირებული, ზოგი კი ავარიულ მდგომარეობაში რჩება. მართლმადიდებლური ტაძრები თანამედროვე საბჭოთა სტრუქტურებისა და ახალი შენობების გვერდით დგას", — წერს ლოფტუსი.

სტატიის ავტორი სამების ტაძარს ტაჯ-მაჰალს ადარებს. ლოფტუსი წერს, რომ შოკირებულია იმით, რომ ტაძარი 1995-2004 წლებში აშენდა.

„ისტორიულ უბან ავლაბარში განთავსებული ეს მსოფლიოში სიდიდით მესამე მართლმადიდებლური ტაძარია", — აღნიშნავს ავტორი.

ლოფტუსს სტატიაში ასევე ჩამოთვლილი აქვს თბილისის შედარებით ახალი ღირსშესანიშნაობები — თავისუფლების მოედანი, პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა. მშვენიერი ხედები იშლება მთაწმინდიდან, წელს ლოფტუსი.

ჟურნალისტი ასევე საუბრობს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მკითხველს მეღვინეობის მთავარ რეგიონში — კახეთში ჩასვლას ურჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0