საქართველო სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის შვეიცარიის გამოცდილებას გაიზიარებს

გამოწერა
ქართველი ინსტრუქტორები შვეიცარიელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნენ.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქვეყანაში სათხილამურო სპორტის სახეობების განვითარების მიზნით ქართველი სპეციალისტები შვეიცარიის სტანდარტებს ეცნობიან, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში შვეიცარიის სათხილამურო სპორტის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელი არსენ პაჟი იმყოფება, რომელმაც ქართველ მწვრთნელებსა და კოლეგებს სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორების საერთაშორისო ასოციაციის (ISIA) სტანდარტები გააცნო.

კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი დამსვენებლებს დეკემბრის დასაწყისიდან მიიღებს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ორდღიანი სემინარი გამართა, ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერით ჩატარდა.

სემინარის თემა იყო „თხილამურით სრიალის სწავლება და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა". საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენელმა იოზეფ ცენჰაუზერნმა ქართველ სპეციალისტებს აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის რჩევები მისცა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ისაუბრეს სახელმწიფო რეგულაციებზე, რომლებითაც კონტროლდებიან სათხილამურო ინსტრუქტორები და სათხილამურო ინსტრუქტორების სკოლა.

„მსგავსი სემინარების გამართვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ისე სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის", — განაცხადა ონოფრიშვილმა.

საქართველოში სათხილამურო კურორტები ფუნქციონირებს გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილზე და მესტიაში.

ყველა ახალი ამბავი
0