Discovery Channel-მა გადაიღო ვიდეო საქართველოს პრემიერის მონაწილეობით

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი ბორდოში
გიორგი კვირიკაშვილი ბორდოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოში, რომელსაც ევროპის მოსახლეობა იხილავს, საქართველოს პრემიერი ქართულ მეღვინეობაზე საუბრობს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკულმა ტელეარხმა Discovery Channel გადაიღო ვიდეო, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართულ ღვინოზე და ქართველების სტუმართმოყვარეობაზე საუბრობს.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ქვეყნის ვენახები და ღირსშესანიშნაობები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლიპს ევროპის ქვეყნებში მილიონობით მაყურებელი ნახავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას

ვიდეო ეძღვნება გამოფენას „საქართველო — მეღვინეობის აკვანი", რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) მიმდინარეობს. გამოფენა 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გასტანს.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში" მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

ქართული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები, არტეფაქტების ასლები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის ცივილიზაციის უძველესი ქვეყანაა.

ყველა ახალი ამბავი
0