The Guardian-ის თვალით დანახული საქართველო

© AP Photo / Shakh Aivazovკაცხის სვეტი
კაცხის სვეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ გამოიყურება საქართველო The Guardian-ის თავლით, შეგიძლიათ ნახოთ სტატიასა და ფოტოკოლაჟში, რომელიც პოპულარული ბრიტანული გამოცემის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპლმა საქართველოში უახლესი დრონით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტული ადგილების, მთების, ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ფოტოები გადაიღო, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდი.

"საქართველო მთიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთიდან, კავკასიის ქედის გასწვრივ საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უდიდესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის", — წერს ჩეპლი.

The Guardian-ის ფოტოკოლაჟში შევიდა ცხვრის ფარა, მცხეთა-მთიანეთის სოფელი ჯუთა, სოფელი ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული შენობები, თუშეთის უღელტეხილი, რომელიცზღვის დონიდან 2,8 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

სტატიაში "დრონით" გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს.

"საქართველოში დაახლოებით 2500 მდინარეა, ბარში კი ვენახები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებია. კაცხის სვეტი ხანდაზმული ქართველი ბერის კელიაა, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა "უფალს კიდევ უფრო დაუახლოვდეს". საკვებს ბერს აწვდიან მონასტრიდან, რომელიც ქვემოდ მდებარეობს", — წერს ჟურნალისტი.

ულამაზეს ფოტოკოლაჟში მოხვდა უღელტეხილები, ნისლში გახვეული ხეობები, ჩანჩქერები, ბათუმისა და თბილისის შესანიშნავი ხედები.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს 5,8 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 19,2%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. მათგან 3 მილინამდე ტურისტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0