ტურიზმი საქართველოსა და დსთ-ში: ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში ფოტოებს იღებენ
ტურისტები თბილისში ფოტოებს იღებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის საერთაშორისო დღეს ექსპერტებმა თბილისიდან, მინსკიდან, კიშინიოვიდან და ბაქოდან ტურიზმის განვითარება განიხილეს და ერთმანეთს ამ დარგის განვითარების პროგნოზები გაუზიარეს

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და დსთ-ში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, თითოეულ ქვეყანას საკუთარი ინდივიდუალობა და უნიკალურობა ახასიათებს, მიიჩნევენ ექსპერტები საქართველოდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან.

ვიდეოხიდზე თემაზე „ტურიზმის განვითარება საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში", რომელიც თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა, ექსპერტებმა თავის ქვეყნებში ტურიზმის თავისებურებებზე ისაუბრეს.

ტურისტული ინდუსტრიის რესპუბლიკური კავშირის სამმართველოს თავმჯდომარის, ფილიპ გულის თქმით, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის სტაბილური განვითარება შეინიშნება.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი ტურიზმის საერთაშორისო დღისათვის
Видеомост к международному Дню туризма  - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი ტურიზმის საერთაშორისო დღისათვის

„საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის სფეროში ჩატარებული სამუშაო საკმაოდ შესამჩნევია. საქართველოს კურორტებზე ინფორმაცია საერთაშორისო გამოფენებზე გვხვდება. თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურია და ისინი ერთმანეთს არ ეჯიბრებიან. ბელარუსში ჩვენ ავტობუსის ტურიზმს ვავითარებთ. აზიიდან ტურისტების მოზიდვაზე ვმუშაობთ, სამაგიეროდ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების დინამიკა თვალსაჩინოა", — განაცხადა გულიმ.

კომპანია Georgia Destination Management-ის დირექტორი გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში თამარ ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან, ინდონეზიიდან, ისრაელიდან, ირანიდან, ინდოეთიდან. საქართველო აქტიურად ავითარებს ტურისტულ დარგს, ტურისტების მოზიდვის ახალ გზებს ეძებს, ხსნის ახალ მიმართულებებს, რომლებმაც ქვეყანაში ჩამოსული მოგზაურების მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დააკმაყოფილონ.

© Sputnik / Levan Avlabreliკომპანია Georgia Destination Management-ის დირექტორი გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში თამარ ჩხეიძე
Директор по продажам и развитию бизнеса компании Georgia Destination Management Тамар Чхеидзе - Sputnik საქართველო
კომპანია Georgia Destination Management-ის დირექტორი გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში თამარ ჩხეიძე

მიუხედავად პროგრესისა, არსებობს ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პრობლემაც. ჩხეიძის თქმით, ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობა გიდების, საჭიროა კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება სომხეთთან, აზერბაიჯანთან, პოლონეთთან და სხვა ქვეყნებთან.

„ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ქართველების 70% დასვენებას ევროპის ქვეყნებში ირჩევს, და მხოლოდ 30% მიდის თურქეთსა და საქართველოს შიდა ტურებში. ტურისტთა ძირითადი ნაკადი შეინიშნება ზაფხულში, ახლა ვმუშაობთ პროექტებზე ზამთარში ტურისტების მოზიდვის კუთხით", — განაცხადა ჩხეიძემ.

ტურიზმის ზრდა მოლდოვაშიც შეინიშნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ვითარდება ტურისტული ობიექტები, მთავრობა ყოველ წელს ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელარუსიდან ტურისტების მცირე რაოდენობა შეინიშნება.

ექსპერტებს სურთ საქართველოს ტურისტულ ზონაზე საჭირო ინფორმაციის მიღება, ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარება და ინფორმაციის მოპოვება საქართველოს ზამთრის ტურიზმზე, კომბინირებული ტურების მოწყობა.

27 სექტემბერს ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წლის დღესასწაულის დევიზი მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ გამოაცხადა: „მდგრადი ტურიზმი — განვითარების ინსტრუმენტი". დღესასწაულის მიზანია — ტურიზმის პროპაგანდა, მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკაში მისი წვლილის გაშუქება, სხვადასხვა ქვეყნების ხალხებს შორის კავშირების განვითარება.

ყველა ახალი ამბავი
0