სარეკლამო რგოლმა „სადილი საქართველოსთან“ ხორვატიის ფესტივალზე გაიმარჯვა

© FB / Georgian National Tourism Administrationზაგრების კონკურს Tourfilm Festival-ის პრიზები
ზაგრების კონკურს Tourfilm Festival-ის პრიზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სააგენტო Windfor`s-ის რეკლამას „სადილი საქართველოსთან" ზაგრების ფესტივალზე პრიზები გადაეცა

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ვიდეორგოლი მეექვსმემილიონე ტურისტით Dinner with Georgia საერთაშორისო საფესტივალო არენას კვლავ იპყრობს — ამჯერად მან გაიმარჯვა Tourfilm Festival-ზე, რომელიც 13-15 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იუწყება, ვიდეორგოლს სპეციალური პრიზი გადაეცა.

ზაგრების საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 50-ზე მეტი ვიდეორგოლი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი. ქართულმა ვიდეორგოლმა ნომინაციაში "საუკეთესო იდეა" გაიმარჯვა.

ჯესპერ ბლექი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტი აატირეს: მდიდრული მიღება და ვახშამი პრემიერთან

აღსანიშნავია, რომ ქართული სააგენტოს Windfor's-ის რეკლამას სახელწოდებით Dinner With Georgia ("სადილი საქართველოსთან") წარმატება ადრეც ხვდა წილად — კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე "კანის ლომები" ის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.

ვიდეორგოლში ასახულია საქართველოში 2016 წელს მეექვსმემილიონე ჰოლანდიელი ტურისტის ჯესპერ ბლეკის სტუმრობა. რეკლამაში ჯესპერს ხვდებიან როგორც საპატიო სტუმარს: პოლიციის ესკორტის თანხლებით ძვირადღირებული ავტომობილით მიჰყავთ, მისი ფოტო კი ფილარმონიის ეკრანზე ჩნდება. საპატიო სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში სავახშმოდ ეპატიჟება, საიდანაც ღამის თბილისის საოცარი ხედები იშლება.

ვახშამზე ჯესპერს ეროვნულ ცეკვებსა და ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს აცნობენ და ქართული მეღვინეობის ისტორიის მცირე ექსკურსს უტარებენ. შემდეგ ჰოლანდიელი საქართველოს სხვადასხვა ულამაზეს კუთხეში — აჭარაში, კახეთში, მთის კურორტებზე მიდის სამოგზაუროდ და ტკბება ქართული ბუნების, ისტორიული ტაძრებისა თუ ძეგლების სილამაზით. ვიდეორგოლი ბლეკის აღიარებით სრულდება, რომ საქართველოს გაცნობა მის ცხოვრებაში ყველაზე საოცარი თავგადასავალი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0