ზღვის ტურიზმიდან სოფლის ტურიზმამდე - ბათუმის კონფერენციის შედეგები

© Department of Tourism and Resorts of Ajaraმთიანი აჭარა
მთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას სოფლად და მარალმთიანეთში გეგმავს

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში პირველად მიმდინარეობს კონფერენცია "სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები", რომელზეც მსოფლიოს შვიდი ქვეყნის 150-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა, უამბო „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა და აქტივობების დანერგვის პარალელურად.

„ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ აჭარა აღიქმებოდეს არა მარტო როგორც საზღვაო კურორტი. ჩვენ ვართ ორიენტირებულნი განვითარებაზე საზღვაო ხაზის მიღმა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და ტურიზმის განვითარების სკოლა დავაარსეთ, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ტურიზმის განვითარებაზე სოფლად და მაღალმთიანეთში. ეს კონფერენცია ამ ყველაფრის გაგრძელებას წარმოადგენს", — განაცხადა ღლონტმა.

ვაზი - Sputnik საქართველო
ექსპერტი საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების რეკომენდაციას იძლევა

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, ბათუმში მაღალი დონის ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით უამრავი საინტერესო და ინოვაციური იდეა წარმოადგინეს. მიმდინარე კონფერენცია აღნიშნულ დარგში არსებული თანამედროვე სტანდარტების შესახებ მაქსიმალურად უახლესი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ იმართება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები. კონფერენციის სტუმრები და მონაწილეები აჭარის ტურისტულ ადგილებსა და რეგიონის სიახლეებს ეცნობიან.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0