ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის ტურიზმზე იმსჯელებენ

© Sputnik / Anna Yarovikovaმაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და უცხოელი ექსპერტები სოფლის ტურიზმის განვითარების სფეროს აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 8 სექტემბერს იწყება კონფერენცია "სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები", აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აჭარის სოფლის, ბუთურაულის ფერმერები - Sputnik საქართველო
ევროკავშირის პროგრამა ქართული სოფლების განვითარებისათვის აქტიურ ფაზაში შევიდა

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა და აქტივობების დანერგვის პარალელურად.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები. კონფერენციის მონაწილეები და სტუმრები დაათვალიერებენ აჭარის ტურისტულ ადგილებს და გაეცნობიან სიახლეებს, რომლებსაც რეგიონი სტუმრებს სთავაზობს.

კონფერენცია იმართება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრებიან საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლისა და ეკოტურიზმის დარგის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0