თბილისში მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესი გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. 2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმიონისტრაცია თავის Facebook-გვერდზე.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმმა საქართველოს ექვს თვეში მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება.

საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე აირჩიეს.

საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადახხვა ქვეყნის დელეგატებს შორის საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0