ბორჯომში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმინერალური წყლის წყარო ბორჯომის პარკში
მინერალური წყლის წყარო ბორჯომის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების თემაზე კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინონ

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მესამე რეგიონული კონფერენცია თემაზე „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში" ბორჯომში 23 სექტემბერს ჩატარდება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები შემდეგ თემებზე:

1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;

2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;

3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;

4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;

5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;

6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;

7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;

8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ნაშრომებში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში.

ჯესპერ ბლეკი - Sputnik საქართველო
კლიპი მეექვსმილიონე ტურისტით UNWTO-ს კონკურსზე მოხვდა

კონფერენციის ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ღონისძიების მიზანია — ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

კონფერენცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, ტურიზმის ადმინისტრაციას შესთავაზონ ახალი იდეები და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

მონაწილეები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

ყველა მსურველს საკუთარი ნაშრომის გაგზავნა შეუძლია 11 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: tourismconference@gnta.ge

 

ყველა ახალი ამბავი
0