აჭარაში ახალ კურორტს – გომარდულს განავითარებენ

© photo: courtesy of Adjara Tourism Departmentმთიანი აჭარა
მთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობა პირობას დებს, რომ გომარდული ოთხივე სეზონის კურორტი გახდება

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. შუახევის რაიონის მთის კურორტ გომარდულში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

გომარდული საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია. ის ბათუმიდან 70 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. ზამთრის სეზონი ნოემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. თოვლის საფარი 2–3 მეტრს აღწევს. აქ ფუნქციონირებს საბაგირო გზა და 1,3 ათასი მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა.

შავი ტბა აჭარაში - Sputnik საქართველო
შავი ზღვიდან შავ ტბამდე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში

ამჟამად გომარდულში ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარი მთავრობის მეთაური აურაბ პატარაძე გაეცნო.

"გომარდული იქნება 4 სეზონის კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარში ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოში მივიღოთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით", – აღნიშნა პატარაძემ.

მისი თქმით, გომარდულში წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემა უკვე გამართულად მუშაობს. მალე გარეგგანათებაც მოეწყობა.

"ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლო მომავალში ხეობაში შემოვა ბუნებრივი აირი, რაც იქნება დიდი კომფორტი აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგილობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში", – განაცხადა პატარაძემ.

შუახევის რაიონში 2017 წელს სულ იგეგმება 9,4 კილომეტრი გზის ასფალტბეტონის საფარის დაგება, სამი ახალი ხიდის აშენება და ორი ძველი ხიდის გარემონტება, ასევე 22 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხის რეკონსტრუქცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0