აჭარა ტურისტებს სიახლეებით ხვდება

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარა მიზანმიმართულად ვითარდება და ყოველწლიურად ტურისტებს ახალ სერვისებს სთავაზობს, რათა მათი დასვენება დაუვიწყარი გახდეს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. აჭარაში ტურისტები შეძლებენ გაატარონ დაუვიწყარი დღეები არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ ასევე გაერთონ კლდეზე ცოცვით, თევზაობითა და ნადირობით. გარდა ამისა, რეგიონში მრავალი კულტურული და ბუნების ღირსშესანიშნაობაა.

ბათუმის პლაჟი - Sputnik საქართველო
აჭარა საზღვაო სეზონს მომზადებული ხვდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ის სიახლეები, რომლითაც რეგიონი 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს ხვდება.

2017 წლის ზაფხულში ტურისტებს ელოდებათ ახალი სასტუმროები, ავიარეისები და ტურისტული მიმართულებები მაღალმთიან აჭარაში, ასევე განახლებული პლაჟის ინფრასტრუქტურა.

წელს პირველად ტურისტებს მოემსახურება ოჯახური ტიპის სასტუმროებისა და კვების ობიექტების სპეციალურად გადამზადებული პერსონალი. იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდნენ, სპეციალური ტრენინგები 20-მა ადამიანმა გაიარა.

გადამზადებული გიდები ტურისტებს ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში საინტერესო ტურებს შესთავაზებენ.

ავიარეისები

ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონის განმავლობაში 22 ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს რუსეთიდან, ისარელიდან, ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ბათუმის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს შვიდი ახალი ავიაკომპანია, მათ შორის მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ-პეტერბურგიდან.

ავიაკომპანოია NordStar-ის ბოინგი 737-800 - Sputnik საქართველო
მოსკოვი-ბათუმი: ახალმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა

განახლებული ადგილები

ბათუმის ბულვარში ტურისტებს ელოდება განახლებული პლაჟის სექტორები საშხაპეებით, გასახდელებით, შეზლონგებითა და სანაპიროსკენ მიმავალი ბილიკებით.

ძველ ბულვარში უკვე მოეწყო ახალი სარეკრეაციო ზონა. დაახლოებით 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობის ტერიტორიაზე დარგეს დეკორატიული მცენარეები, მრავალწლოვანი ხეები, მათ შორის ნეკერჩხალი, იაპონური საკურა, კამელიები და სხვა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტურისტულ მარშრუტებს, ასევე დაამონტაჟეს სამეთვალყურეო კამერები. გარდა ამისა, მოეწყო დასასვენებელი სამი მოედანი, სადაც მსურველებს შეუძლიათ უფასო WI-FI-თ ისარგებლონ.

ბათუმი აჭარა - Sputnik საქართველო
ზაფხული ბათუმში: რვა ახალი ავიაკომპანია

ბათუმის დელფინარიუმი გარემონტდა. ივლისში დელფინარიუმში, ორშაბათის გარდა, ყოველდღიურად ორ-ორი შოუ გაიმართება, ხოლო აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით — დღეში სამ-სამი შოუ.

ბათუმში მატარებლით ჩასულ სტუმრებს რკინიგზის სადგურზე ელოდება საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი, სადაც ისინი აჭარის ტურისტულ პოტენციალზე სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. იქვე შეძლებენ რეგიონში დამზადებული სხვადასხვა სუვენირისა და პროდუქტის შეძენას, ასევე ტურების შეკვეთას მაღალმთიან აჭარაში.

ღონისძიებები

აჭარა სტუმრებს მდიდარი კულტურულ-გასართობი პროგრამით ელოდება. ბათუმში გაიმართება Black Sea Jazz Festival-ი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ხოლო შემოდგომაზე — საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 2016 წელს აჭარის რეგიონს დასასვენებლად ძირითადად ირჩევდნენ თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რიცხვი ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0