ბათუმსა და ვარშავას პირდაპირი რეისები დააკავშირებს

გამოწერა
ზაფხულში ბათუმის მიმართულებით შვიდი ახალი ავიაკომპანია იფრენს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ლიტვის ჩარტერული ავიაკომპანია Small Planet Airlines იწყებს პირდაპირი რეისების განხორციელებას ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით, ამის შესახებ აჭარის მთავრობა იტყობინება

A320 ტიპის აერობუსები იფრენენ მარშრუტით ვარშავა-ბათუმი-ვარშავა ყოველ კვირა დღეს. 

კომპანია Small Planet Airlines-ს სერტიფიკატი აქვს მოქმედებისათვის ლიტვაში, პოლონეთსა და იტალიაში.

ამრიგად, ამ ეტაპზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით რეისებს შვიდი ავიაკომპანია განახორციელებს. ვარშავის გარდა რეისები იქნება დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანკტ-პეტერბურგიდან. 

თვითმფრინავი ჰაერში - Sputnik საქართველო
სტუმართმოყვარე ბათუმი: ფრენისთვის ექვსი ახალი ავიაკომპანია ემზადება

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიდან-წლამდე იზრდება უცხოელ დამსვენებელთა რიცხვი. 

ტურისტთა დიდი ნაწილი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მოდის დასასვენებლად. ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმი. 

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 


ყველა ახალი ამბავი
0