ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლა 31 მაისამდე გადაიდო

© photo: Sputnik / Lev Polikashen / გადასვლა მედიაბანკშიგემი "კომეტა"
გემი კომეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავ ზღვაზე შტორმი 3-4 ბალს აღწევს, ხოლო წყალქვეშაფრთებიანი სამგზავრო გემი "კომეტა" ზღვაში ასეთ ამინდში ვერ შედის.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. უამინდობის გამო საზღვაო მიმოსვლა ბათუმსა და სოჭს შორის 22 მაისის ნაცვლად 31 მაისს განახლდება, აცნობა "Sputnik-საქართველოს" კომპანია „ექსპრეს-ბათუმის“ დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.

საზღვაო გადაზიდვები განხორციელდება სწრაფმავალი სამგზავრო, წყალქვეშაფრთებიანი გემი "კომეტით" კვირაში ერთხელ — ორშაბათობით ბათუმიდან, ხოლო სამშაბათობით — სოჭიდან.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმი ტურისტების მოლოდინში იერსახეს იცვლის

"შავი ზღვის სანაპიროზე ახლა ცუდი ამინდია — წვიმს და შტორმია, რომელიც 3-4 ბალს აღწევს. რეისების მაისის ბოლომდე გადადება გვირჩიეს, რადგან "კომეტას" ცუდ ამინდში ცურვა არ შეუძლია", — განმარტა კირცხალიამ.

კარგ ამინდში "კომეტა" გზას 5 საათში ფარავს, მას მაქსიმუმ 114 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ტურისტებისთვის ბათუმი დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0