სტოკჰოლმი - ქალაქი სადაც ოცნებები ხდება

გამოწერა
ხატია გიგოლშვილი

„ქალაქ სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ერთ ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს სვანტესონების ასევე ჩვეულებრივი ოჯახი. ამ ოჯახის ჩვეულებრივ დედასა და მამას ჰყავთ სამი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი: ბოსე, ბეტანი და ბიჭუნა. 

ამ სახლში მარტო ერთი კაცი – კარლსონია არცთუ მთლად ჩვეულებრივი. ის სახურავზე ცხოვრობს და სწორედ ამითაა უჩვეულო. შესაძლოა სხვა ქალაქებში ასეთი რამ ხდება, მაგრამ სტოკჰოლმში არავის გაუგონია, კაცი სახურავზე ცხოვრობდეს, ისიც განცალკევებულ პატარა სახლში.’’

კარლსონს თქვენც, ალბათ, ღრმა ბავშვობიდან იცნობთ და მასთან ერთად ღრმა ბავშვობიდან იცნობთ სტოკჰოლმსაც, უფრო სწორად, სახურავებიდან დანახულ სტოკჰოლმს. თქვენც, ალბათ, არა ერთხელ გქონიათ დაუძლეველი სურვილი იმისა, რომ სტოკჰოლმში, რომელიმე სახურავზე, ბუხრის მილს ამოფარებული პატარა სახლი გეპოვათ, შეგეხედათ და გაოცებულ მასპინძელს გულიანად მისალმებოდით…

© FB/ Astrid Lindgrens Sidaშვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი
შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი - Sputnik საქართველო
შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ლინდგრენმა ასეთი სტოკჰოლმი დაგვანახა  - საოცრად ლამაზი, გაზაფხულის სილურჯეგადაკრული ცით, იდუმალებით მოცული, ბინდში ჩაძირული სახლებით, ქვემოთ მწვანედ გაბარდნილი პარკებით,  ეზოში აშოლტილი ალვების სურნელება მაღლა-მაღლა რომ მოჰქონდა ნიავს. ღია სარკმლებიდან ისმოდა ათასგვარი ხმა: ჩუმი საუბარი, ბავშვების სიცილ-ტირილი, ჭურჭლის წკრიალი, სამზარეულოში რომ რეცხავდა ვიღაც, ძაღლის ყეფა, პიანინოს ჟღრიალი. 

ალბათ, ბავშვობაში ყველას ჰქონდა ნატვრა, ერთხელ მაინც მოხვედრილიყო სტოკჰოლმში, მწვანედარაბებიანი სახლის სახურავზე „მსოფლიოში საუკეთესო, ზომიერად ფერ-ხორციან’’  კარლსონთან ერთად წამოსკუპებულიყო, უდარდელად მიერთვა გემრიელი მაჭკატები და გამვლელ-გამომვლელისთვის ზემოდან ალუბლის კურკები ესროლა.

დღევანდელ რუბრიკაში ულამაზეს სტოკჰოლმზე ვისუბრებთ, ქალაქზე, რომელმაც ჩვენი ბავშვობა გაალამაზა და გააფერადა. დავგეგმავთ, როგორ გავემგზავროთ მოსახერხებელ ფასად და გიამბობთ იმ საუკეთესო  ადგილებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

CC BY 2.0 / Flickr/ Miguel Virkkunen Carvalho / Gamla Stanსტოკჰოლმის ერთ-ერთი ქუჩა
სტოკჰოლმის ერთ-ერთი ქუჩა - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის ერთ-ერთი ქუჩა

სტოკჰოლმი შვედეთის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია XIII საუკუნიდან. კუნძულებზე მდებარეობისა და განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად „ჩრდილოეთის ვენეცია“ შეარქვეს. ის განთქმულია წარმტაცი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც სკანდინავიაში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის. სტოკჰოლმის მთელი აგლომერაცია 26 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, რომელთა მოსახლეობა 1, 900, 000 ადამიანია.

2017 წლის აპრილში, შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი 10 ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა დედაქალაქს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევაზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph გამოაქვეყნა. 

დაჯავშნეთ ბილეთები:  გაგაცნობთ საიტს, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, რომ მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით ყველაზე იაფად. www.aviasales.com — ესაა საიტი, სადაც თქვენთვის სასურველ, მოსახერხებელ დროს შეარჩევთ ბილეთებს. ის უამრავი ავიაკომპანიის ფასს ერთმანეთს ადარებს და მომხმარებელს პირველ რიგში სთავაზობს   ყველაზე დაბალფასიან ვარიანტს. თქვენ შეგიძლიათ, ბილეთი პირდაპირ აქვე შეიძინოთ, ან ავიაკომპანიის საიტზე გადახვიდეთ და იქ დაჯავშნოთ ბილეთი. მაგალითად, ოქტომბრის თვეში სტოკჰოლმის მიმართულებით ორმხრივი ბილეთი 191$ დაგიჯდებათ თურქეთის გავლით. თუ მკაცრად განსაზღვრული თარიღებით არ ხართ შეზღუდული, ხშირად შეამოწმეთ ვებსაიტი და ეძებეთ ყველაზე დაბალფასიანი ბილეთები.

დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა:  მცირებიუჯეტიანი მოგზაურობისას იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. სასტუმროების მოძებნაში დაგეხმარებათ საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი საიტები hotelscombined.com ან booking.com. სტოკჰოლმში დაახლოებით 100 ლარიდან შეგიძლიათ 2 ადამიანზე დაიქირაოთ ნომერი აბაზანით, კონდიციონერით და უფასო wi-fi-ით.

თუ სტოკჰოლმში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გსურთ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, სასტუმროს მსგავსი მომსახურებით. ასეთი ადგილი შეგიძლიათ airbnb.com-ზე მოძებნოთ, სადაც ორადგილიანი საძინებლის დაქირავებას (იზოლირებული აბაზანით, უფასო ინტერნეტით, საუზმით, გათბობით) ერთ ღამეში 35$-ის ფარგლებში შეძლებთ. 

არ გადავიწყდეთ:  ბინის შერჩევისას დააკვირდით ვარსკვლავების რაოდენობას. ისინი ასახავენ ბინის პირობებს, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას და მის   სანდოობას.

აიღებთ სამოგზაურო დაზღვევა — ერთჯერადი, სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარიდან დაგიჯდებათ.  სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის ცენტრებში შგიძლიათ, აგრეთვე, ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად. ამ შემთხვევაში მას კურიერი სახლში უფასოდ მოგართმევთ.

ცხოვრება სტოკჰოლმში:

ტრანსპორტი — სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი ცნობილია ზოგიერთი სადგურის უჩვეულო გაფორმებით და მას "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეას" უწოდებენ. მართლაც, თოთხმეტი კუნძულის ქვეშ, რომელთა ერთიანობაც სტოკჰოლმს ქმნის, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ხელოვნების ექსპოზიცია არის განლაგებული. აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორც 1950 წლის შედევრები, ასევე თანამედროვე მხატვრობის ექსპერიმენტების შედეგები. სტოკჰოლმის მეტროსადგურების უმეტესობა ქანდაკებებით, მოზაიკებით, ნახატებით, გრავიურებით და რელიეფური მორთულობებით არის დამშვენებული. ყველა ამ საოცრების შესაქმენლად 150 მხატვარი მუშაობდა. მეტროში ხელოვნების ნიმუშების შექმნის იდეა მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს, როდესაც მიიჩნიეს, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო უფრო ფართო საზოგადოებისთვის.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ nhoglund / Subwayსტოკჰოლმის მეტრო
სტოკჰოლმის მეტრო - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის მეტრო

ქალაქში მეტრო 1950 წლიდან მოქმედებს  და სამ განტოტვილ ხაზზე 100 სადგურს მოითვლის — 47 სადგური მიწისქვეშაა, 53 სადგური  კი მიწისზედა.

მწვანე ხაზი

პირველი მეტროსადგური ქალაქში 1950 წელს გაიხსნა და გვირაბად 1933 წელს აგებული ჩქაროსნული ტრამვაისთვის განკუთვნილ გვირაბს იყენებდა. ხაზზე სამი მარშრუტია — T17, T18 და T19.

წითელი ხაზი

გაიხსნა 1964 წელს. ხაზზე ორი მარშრუტია — T13 და T14.

ლურჯი ხაზი

ხაზის პირველი მონაკვეთი 1975 წელს დასრულდა, ძალიან ლამაზი კლდოვანი სადგურები დაუმუშავებელი ქვის კედლებითა და ჭერით. ხაზზე ორი მარშრუტია — T10 და T11.

ქალაქში არის სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტრამვაის ხაზი, ასევე საგარეუბნო რკინიგზის სამი სისტემა. მოქმედებს საავტობუსო და სამდინარო ტრანსპორტიც, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულად და ზუსტი განრიგის მიხედვით მოძრაობენ.

სტოკჰოლმიდან ჩრდილოეთით, 42 კილომეტრში, განთავსებულია სტოკჰოლმ-არლანდის საერთაშორისო აეროპორტი.

სტოკჰოლმში მოქმედებს გრძელვადიანი სამგზავრო ბარათები, ე.წ travelcard, რომლის შეძენის შემთხვევაში შეუზღუდავად, ულიმიტოდ  იმგზავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: მეტროთი, ტრამვაით, მატარებლით  (მათ შორის საგარეუბნო), ავტობუსით, ნავით. ბარათები 24 ან 72 საათიანია და აქტიურდება პირველი გამოყენებისთანავე. გაითვალისწინეთ, რომ არლანდის აეროპორტის საგარეუბნო მატარებელზე ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ. 24 საათიანი ბარათი, დაახლოებით, 33 ლარი ღირს, ხოლო 72 საათიანი — 66 ლარი, ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობა კი, დაახლოებით, 10 ლარი დაგიჯდებათ.

CC BY 2.0 / Flickr/ danielhak / Stockholm Lokaltrafik (Keolis)სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ტრანსპორტი
სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სტოკჰოლმში მოქმედებს ქალაქის ღირსშესანიშაობების დასათვალიერებელი ბარათიც, ე.წ. The Stockholm Pass.  მისი შეძენის შემთხვევაში, უფასოდ შეხვალთ 60-ზე მეტ ყველაზე პოპულარულ ატრაქციონზე, მუზეუმებში, იმოგზაურებთ კუნძულებზე ნავებით და ა. შ. ერთდღიანი ბარათი 165 ლარი დაგიჯდებათ, 2 დღიანი — 219ლ.  თუ ნაყოფიერად გამოიყენებთ ბარათს და უამრავ ულამაზეს ადგილს დაათვალიერებთ, ბევრ ფულსაც დაზოგავთ და არც მისი ღირებულება მოგეჩვენებათ ძვირი.

კვება: სტოკჰოლმი, როგორც შენიშნავდით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია ევროპაში. კვებაც, თბილისთან შედარებით, საკმაოდ ძვირი ღირს. პროდუქტის ფასები 2017 წლის მაისის მონაცემებითაა: ახალი, თეთრი პური (0.500კგ)- 6.27 ლარი, ადგილობრივი ყველი (1კგ) – 24.45ლ. ქათმის ფილე(1კგ) – 28.24ლ. ძროხის ხორცი (1 კგ) – 50.71ლ. ვაშლი (1კგ) – 7.19ლ. ბანანი (1კგ) – 6.07ლ. პომიდორი (1კგ) – 8.51ლ. კარტოფილი (1კგ) —2.85ლ. რძე (1ლ) – 7.51ლ. კვერცხი(12ცალი) – 3.95ლ. ბრინჯი (1კგ) – 7.20ლ. კომბოსტო (1 თავი) —4.75ლ. წყალი(1.5ლ) – 4.33ლ კაპუჩინო — 9.71ლ. ერთი კოლოფი მარლბორო —16.42ლ. იაფფასიან რესტორანში სადილობა კი, დაახლოებით, 28 ლარი  დაგიჯდებათ.

რა არ უნდა გამოგრჩეთ სტოკჰოლმში  მოგზაურობისას: გთავაზობთ იმ  საუკეთესო  ადგილების  ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ სტოკჰოლმში სტუმრობისას. 

სტოკჰოლმის სამეფო სასახლე 

CC BY-SA 2.0 / Flickr/ EnDumEn / Stockholms slottსტოკჰოლმის სამეფო სასახლე
სტოკჰოლმის სამეფო სასახლე - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის სამეფო სასახლე

მეფეების ოფიციალური რეზიდენცია მდებარეობს კუნძულ სტადჰოლმენის  სააღლუმო    სანაპიროზე, სტოკჰოლმის ცენტრში.ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სასახლეა მსოფლიოში.

შესვლა დაახლოებით  45 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმი

CC BY 2.0 / Flickr/ Kim Ahlström / Nationalmuseumშვედეთის ეროვნული მუზეუმი
შვედეთის ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
შვედეთის ეროვნული მუზეუმი

სამეფო დრამატული თეატრი

CC BY 2.0 / Flickr/ Jon Åslund / Kungliga Dramatiska Teaternსტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი
სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი

სოდერ ტორნი

© FB/ Fox-Golf Alphaსოდერ ტორნი
სოდერ ტორნი - Sputnik საქართველო
სოდერ ტორნი

მაღლივი შენობა სტოკჰოლმში. სოდერ ტორნი 86 მეტრია სიმაღლეში და 24 სართულია. სოდერ ტორნი სკატესკრაპანთან ერთად ყველაზე მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის წოდებას იყოფს სტოკჰოლმში.

დროტნინგჰოლმის სასახლე

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Cha già José / Drottningholms Slottდროტნინგჰოლმის სასახლე
დროტნინგჰოლმის სასახლე - Sputnik საქართველო
დროტნინგჰოლმის სასახლე

სტოკჰოლმის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ულამაზესი ისტორიული  სასახლე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. იქ მისასვლელად ხანმოკლე კრუიზითაც დატკბებით.

შესვლა დაახლოებით 94 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

გრონა ლუნდი

CC BY 2.0 / Flickr/ Carles Tomás Martí / Gröna Lundგრონა ლუნდი
გრონა ლუნდი - Sputnik საქართველო
გრონა ლუნდი

გასართობ პარკს 30-ზე მეტი ატრაქციონი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია კონცერტების ჩასატარებლად

შესვლა დაახლოებით  32 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

სტოკჰოლმის მერია

CC BY 2.0 / Flickr/ Pelle Sten / Stockholm City Hallსტოკჰოლმის მერია
სტოკჰოლმის მერია - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის მერია

 ვაზას მუზეუმი

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Henry Burrows / Vasaვაზას მუზეუმი
ვაზას მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვაზას მუზეუმი

ეს არის საბრძოლო ხომალდი, რომელიც 1628 წელს პირველივე მოგზაურობის დროს ჩაიძირა. 1961 წელი კი გემი წყლიდან ამოიღეს და ახლა იქ მუზეუმია განთავსებული, რომელიც 1990 წელს გაიხსნა.ოფიციალური მონაცემებით, სკანდინავიაში ის ყველაზე პოპულარული მუზეუმია.

თუ ოდესმე გიოცნებიათ ხის იალქნიან ხომალდზე მოხვედრაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ გუსტავ ვაზას ხომალდ-მუზეუმს. იქ ნამდვილი, მეჩვიდმეტე საუკუნის ხომალდი ელოდება დამთვალიერებლებს.

შესვლა დაახლოებით  36 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

სკანსენი 

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Brianna Laugher / #Skansen, Stockholmსტოკჰოლმის სკანსენი
სტოკჰოლმის სკანსენი - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის სკანსენი

მსოფლიოში პირველი  ღია ცისქვეშა მუზეუმი. გასაოცარი ადგილი, სადაც ნახავთ მგლებს, ირმებსა და ცხენირმებს. ბავშვებისათვის აქ არის ატრაქციონები, ხოლო უფროსებისთვის — კაფეები და რესტორნები. 

შესვლა დაახლოებით 50 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

კაკნესტორნეტის ტელეანძა

© FB/ Moji Srinuchკაკნესტორნეტის ტელეანძა
კაკნესტორნეტის ტელეანძა - Sputnik საქართველო
კაკნესტორნეტის ტელეანძა

155მ სიმაღლის ანძა, წარმტაცი ხედით.

ძველი ქალაქის უბანი. თავდაპირველი სახელწოდება სტოკჰოლმი განეკუთვნებოდა მხოლოდ გამლა-სტანს, მაგრამ ქალაქის გაფართოებასთან ერთად სახელწოდება თანამედროვე სტოკჰოლმის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა

პლანეტარიუმი

CC BY 2.0 / Flickr/ Tekniska museet / Stockholmsutställningen 1930სტოკჰოლმის პლანეტარიუმი
სტოკჰოლმის პლანეტარიუმი - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის პლანეტარიუმი

არქიპელაგი

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Егор Журавлёв / Stockholm_archipelago_34სტოკჰოლმის არქიპელაგი
სტოკჰოლმის არქიპელაგი - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის არქიპელაგი

აუცილებლად გამოყავით  ერთი დღე არქიპელაგის შესასწავლად. იქ მოხვედრა ადვილია ბორნით. რთულია მხოლოდ არჩევანის გაკეთება,თუ რომელ კუნძულს უნდა ეწვიოთ. 

არქიპელაგისკენ ნავით მოგზაურობა გიდთან ერთად დაახლოებით 77 ლარი დაგიჯდებათ, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

Diurgarden

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Ulrica Törning / Djurgårdenდიურგარდენი
დიურგარდენი - Sputnik საქართველო
დიურგარდენი

Diurgarden სტოკჰოლმის ცენტრალური პარკია.  მიუხედავად იმისა, რომ პარკი ქალაქის შუაგულშია განთავსებული, ადგილობრივები ამ კუნძულზე ქალაქისგან თავის დასაღწევად და დასასვენებლად მიდიან. ამ პარკშია განთავსებული ქალაქის ყველაზე დიდი ტურისტული სანახაობები: სკანსენი, გრონა ლუნდის ატრაქციონი და ვაზას მუზეუმი. ეს ყველაფერი კუნძულის ერთ მხარესაა მოქცეული, დანარჩენ ადგილებში კი ტყეები, ბილიკები და მდელოებია.

ნობელის მუზეუმი

CC BY 2.0 / Flickr/ Jodi Mullen / Nobel Muesumნობელის მუზეუმი
ნობელის მუზეუმი - Sputnik საქართველო
ნობელის მუზეუმი

აქ ყველაფერს გაიგებთ ნობელის პრემიის შესახებ 

შესვლა დაახლოებით  33 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

ბოტანიკური ბაღი

© Flickr/ Marc Bres / Bergianska trädgårdenსტოკჰოლმის ბოტანიკური ბაღი
სტოკჰოლმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის ბოტანიკური ბაღი

ხმელთაშუა ზღვის მცენარეების, ტროპიკული ტყეებისა და უდაბნოს ყვავილების ულამაზესი ადგილი

შესვლა დაახლოებით 22 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

იუნიბაკენი — ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პარკი

CC BY-SA 2.0 / Flickr/ m.prinke / Junibacken and Nordiska Museetიუნიბაკენი - ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პარკი
იუნიბაკენი - ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პარკი - Sputnik საქართველო
იუნიბაკენი - ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პარკი

გაატარეთ ჯადოსნური, მხიარული დღე ზღაპრების მუზეუმში. აქ ნახავთ ვილა „ყიყლიყოს", სადაც პეპი თავისი ცნობილი შარადებით გელით, ბიჭუნას სახლს, რომლის სახურავზეც კარლსონის სამფლობელოა.

შესვლა დაახლოებით 44 ლარი ღირს, მოქმედებს The Stockholm Pass ბარათი

მოინახულეთ ულამაზესი, დახვეწილი სტოკჰოლმი, სადაც ვიზიტი დაუვიწყარ კულტურულ გამოცდილებად გექცევათ.

და ბოლოს, კვლავ ასტრიდ ლინდგრენი:,,…ძალიან მიყვარს მოგზაურობა და არანაკლებ, მოგზაურობიდან შინ დაბრუნება…კიდევ?  კიდევ ადამიანები მიყვარს.’’

 

 

 

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0