„კომეტით" ბათუმიდან სოჭში: საზღვაო მიმოსვლა 22 მაისიდან განახლდება

© photo: Sputnik / Lev Polikashen / გადასვლა მედიაბანკში"კომეტა"
კომეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ორშაბათობით ბათუმიდან, ხოლო სამშაბათობით - სოჭიდან.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ქართული კომპანია „ექსპრეს ბათუმი" 22 მაისიდან განაახლებს საზღვაო მიმოსვლას ბათუმი-სოჭის მარშრუტით, რომელიც 2016 წლის აგვისტოში შეწყდა, განუცხადა  „Sputnik-საქართველოს" კომპანიის დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.

Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ქართული ავიაკომპანია სოჭის მიმართულებით იფრენს

საზღვაო გადაზიდვები განხორციელდება სწრაფმავალი სამგზავრო, წყალქვეშაფრთიანი გემით "კომეტა" კვირაში ერთხელ — ორშაბათობით ბათუმიდან და სამშაბათობით — სოჭიდან.

„ჯერჯერობით კვირაში თითო რეისია დაგეგმილი. მგზავრების ნაკადის გაზრდაზე ვართ დამოკიდებული. თუ მოთხოვნა იქნება, შეგვიძლია კვირაში ორ-ორი რეისი განვახორციელოთ. სავარაუდოდ, ივლის-აგვისტოში ორი რეისი იქნება, რადგან ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობა იზრდება", — განაცხადა კირცხალიამ.

კარგ ამინდში „კომეტა" გზას 5 საათში ფარავს, მას მაქსიმუმ 114 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ტურისტებისთვის ბათუმი დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0