The Telegraph: საქართველოში მოსახლეობაზე მეტი ტურისტია

© photo: Sputnik / Alexasnder Imedashviliმამაკაცები ფაფახებში
მამაკაცები ფაფახებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემა The Telegraph-ის მონაცემებით, საქართველოს ერთ მოსახლეზე 1,5 ტურისტი მოდის.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph-მა საქართველო იმ ქვეყნების სიაში ჩართო, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია.

რეიტინგი ქვეყნის ერთ მოსახლეზე ტურისტების რაოდენობის მიხედვით არის შედგენილი. The Telegraph-ის სიაში 51 ქვეყანას შორის საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. გამოცემის მონაცემებით, საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,5 ტურისტი მოდის.

Telegraph 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდნო, რა დროსაც საქართველოს 5,9 მილიონი ტურისტი ეწვია, 2016 წელს მათი რაოდენობა 6.3 მილიონამდე გაიზარდა.

ქედა - Sputnik საქართველო
მაღალმთიან აჭარას ტურისტები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ

იმ ქვეყნების სიაში, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია, პირველ ადგილს იკავებს ანდორა, სადაც ერთ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის, მეორე ადგილს — მაკაო — ერთ მოსახლეზე 24 ტურისტი მოდის, მესამეზე ბრიტანული კუნძულები აღმოჩნდა — ერთ მოსახლეზე 12 ტურისტია.

ბოლო ადგილზე ჩეხეთი აღმოჩნდა, სადაც ერთ მოსახლეზე ერთი ტურისტი მოდის.

საქართველოს 2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში დაახლოებით 1,8 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11,1%-ით აღემატება.


ყველა ახალი ამბავი
0