მაისის დღესასწაულებზე რუსმა ტურისტებმა თბილისზე შეაჩერეს არჩევანი

გამოწერა
რუსეთის მცხოვრებლებისთვის მაისის თვის დღესასწაულებზე ყველაზე პოპულარული მინსკი, თბილისი, ალმათი, ბაქო და ასტანაა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისი რუსეთის მოქალაქეებისთვის მაისის თვის დღესასწაულებზე სამოგზაუროდ პოპულარობით მეორე ადგილზეა, ასეთია ანალიტიკური სააგენტო ТурСтат-ის მონაცემები.

რეიტინგი სასტუმროების ონლაინ-ჯავშნის სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე შედგა. 

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების ვიზიტი საქართველოში 2016 წელს 18%-ით გაიზარდა

რეიტინგში მინსკი ლიდერობს. ხუთეულში ასევე შესულია ალმათი, ბაქო და ასტანა.

სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ტურები რუსი ტურისტებისთვის დსთ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში — ორიდან ხუთდღიანი მოგზაურობაა.

ТурСтат-ის ინფორმაციით, რუსეთიდან თბილისში ტურისტები, საშუალოდ, ოთხი დღით ჩამოდიან, რაც დღე-ღამეში 50,7 აშშ დოლარი უჯდებათ.

რუსეთი მეოთხეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებმაც საქართველო 2017 წელს მოინახულეს. წლის დასაწყისიდან საქართველოს  რუსეთიდან 272,1 ათასი მოგზაური ეწვია, რაც 24%-ით მეტია, 2016 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, თბილისი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების ხუთეულშია შესული, რომელიც მოსკოვის მცხოვრებლებმა მაისის დღესასწაულებზე აირჩიეს. თბილისში მოსკოვის მცხოვრებლებმა საანგარიშო პერიოდში  საცხოვრებელი, საშუალოდ, 4 ღამით  დაჯავშნეს, რაც დღე-ღამეში 75 აშშ დოლარი დაუჯდებათ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0