საქართველო გასტრონომიული ტურიზმის პოპულარობის მიხედვით ლიდერია

© Sputnik / Alexander Imedashviliმწვადის შეწვა ქართულად
მწვადის შეწვა ქართულად - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეები გასტრონომიულ ტურებზე საქართველოს ირჩევენ და ქვეყანას ნაციონალური სამზარეულოსა და კულინარიული მასტერ-კლასების საშუალებით ეცნობიან.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ანალიტიკური სააგენტო ТурСтат-ის მონაცემების თანახმად, დსთ-ის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ტურისტებში გასტრონომიული ტურიზმის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებში საქართველო პირველ ადგილზეა.

რეიტინგი შედგენილია გასტრონომიულ ტურებზე მოთხოვნის ანალიზზე დაყრდნობით.

საქართველოს გარდა, ხუთეულში შედის აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი. სააგენტოს მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარული გასტრონომიული ტურები დსთ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში — ერთკვირიანი ვიზიტებია. 

ქათმის რულეტი სტაფილოს შიგთავსით - Sputnik საქართველო
გემრიელი რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ ქათმის რულეტი სტაფილოს შიგთავსით

ТурСтат-ის მონაცემებით, რუსეთიდან გასტრონომიული ტური ავიაბილეთის ჩათვლით, ყველაზე იაფია საქართველოსა და აზერბაიჯანში (დაახლოებით 800 აშშ დოლარი), შემდეგ მოდის ყაზახეთი და სომხეთი, ამ ქვეყნებში ვიზიტის ღირებულება დაახლოებით 900 აშშ დოლარია. ყველაზე ძვირია მოგზაურობა უზბეკეთში — დაახლოებით 1000 დოლარი.

გასტრონომიული ტურიზმი დსთ-ის ქვეყნებში 2017 წლის მონაცემებით, რუსეთიდან გასვლითი ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. გასტრონომიული ტურიზმი —  ეს არის მოგზაურობა რეგიონის გაცნობის მიზნით  და გასტრონომიული ტურები გასტრონომიის, ადგილობრივი სამზარეულოსა და კულინარიული მასტერ-კლასების საშუალებით. 

ტურისტების მისაღებად მზად ვართ!
ტურისტების მისაღებად მზად ვართ! - Sputnik საქართველო
ტურისტების მისაღებად მზად ვართ!

2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს.

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებმაც საქართველო 2017 წლის პირველ კვარტალში მოინახულეს, 185600 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია.


ყველა ახალი ამბავი
0