მაისის დღესასწაულებზე მოსკოველები თბილისს ირჩევენ

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში
ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისის დღესასწაულებზე მოსკოველებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია თბილისი, პრაღა, ბარსელონა, ბაქო, მინსკი და სხვა ქალაქები.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების ხუთეულში შევიდა, რომელიც მოსკოველებმა მაისის დღესასწაულებზე დასვენებისთვის აირჩიეს. ამაზე მეტყველებს სასტუმროების საძიებო სერვისის RoomGuru.ru მონაცემები.

რეიტინგი 29 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში სასტუმროებში დაჯავშნული ადგილების რაოდენობით განისაზღვრა. მოსკოველებმა თბილისში აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებლად დაჯავშნეს დაახლოებით 4 ღამე და დღე-ღამეში 75 აშშ დოლარის დახარჯვას აპირებენ.

ჯესპერ ბლექი მცხეთაში - Sputnik საქართველო
მეექვსმილიონე ტურისტი და ქართული დახვედრით მიღებული შოკი

მაისის დღესასწუალებზე წასვლისთვის პოპულარული ქალაქების ათეულში შევიდნენ: პრაღა, ბარსელონა, მინსკი, თბილისი, ბაქო, ბუდაპეშტი, ერევანი, ტალინი, ლონდონი და პარიზი.

რაც შეეხება რუსულ ქალაქებს, ხუთეულში შევიდა სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, კაზანი, იაროსლავლი და სერგიევ პოსადი.

World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.

ყველა ახალი ამბავი
0