თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnikთბილისის ხედი ზამთარში Expo Georgia-ს ტერიტორიიდან
თბილისის ხედი ზამთარში Expo Georgia-ს ტერიტორიიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება საგზურების შეძენა ექსკლუზიურ ფასად.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისში 27-29 აპრილს საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

სამი დღის განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული და ავიაკომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ.

ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისათვის ღონისძიების ფარგლებში პირველად იქნება წარმოდგენილი HoReCa-ს გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი პროფესიული სარესტორნე დანადგარები, აქსესუარები და ავეჯი.

ჯესპერ ბლექი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტი აატირეს: მდიდრული მიღება და ვახშამი პრემიერთან

"უკვე 19 წელია, რაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს მივყვებით. ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის გამარტივება ჩვენი გამოფენის მთავარი მიზანია", – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.

საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ იპოვონ ახალი საქმიანი პარტნიორები, მიიღონ ორმხრივი სარგებელი და განავითარონ ბიზნესი.

ორგანიზატორთა თქმით, წელს პირველად საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გასაკუთრებით ინტერაქტიული ხასიათის იქნება. ფესტივალის სტუმრებს ელით სპეციალური შეთავაზება, სამოგზაურო პაკეტები ექსკლუზიურ ფასად, კონკურსები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება თუ სიურპრიზი.

ღონისძიების მხარდამჭერი არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0