ბათუმი ზამთარში

აჭარა ირანელ ტურისტებს იზიდავს

65
(განახლებულია 19:53 15.02.2017)
ირანის 11 ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ირანის ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები მოიწვია, რომლებიც საქართველოს ამ კუთხის ტურისტულ პოტენციალს უკვე ეცნობიან.

11 ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერები აჭარას სამი დღით სტუმრობენ – მათთვის საინფორმაციო ტური მოეწყო.

„მიმდინარე წელს ირანი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება. გასულ წელს რეგიონს დიდი რაოდენობით ირანელი ტურისტი და ვიზიტორი ეწვია“, — ნათქვამია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2016 წელს აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა.

ირანის ტუროპერატორების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირანისა და ბათუმის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები
ირანისა და ბათუმის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც რეგიონს 2016 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ესტუმრნენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,5%-ით გაიზარდა. იანვარ–ოქტომბრის პერიოდში რეგიონს 295200 უცხოელი ესტუმრა.

65