ყაზბეგი

წელს საქართველო მოგზაურთათვის იაფი ქვეყნების ათეულში შევიდა

23
(განახლებულია 16:23 09.01.2017)
რეიტინგში ასევე მოხვდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი, ტუნისი, უზბეკეთი, ინდოეთი, პოლონეთი, ეგვიპტე და ყაზახეთი.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. პოპულარული შემოქმედებითი პორტალის AdMe.Ru ვერსიით, საქართველო „წლევანდელი მოგზაურობისთვის 10 იაფი ქვეყნის“ სიაში მოხვდა. საქართველომ ამ რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის ავტორები სავალდებულო სანახავ ადგილებს შორის საქართველოში ასახელებენ თბილისს, მცხეთას, სამხედრო გზას, ვარძიას, სიღნაღსა და მთელ კახეთს, სვანეთს, ასევე ბათუმსა და შავი ზღვის სანაპიროს.

AdMe.Ru მსურველებს ასევე სთავაზობს საქართველოში მოგზაურობის სავარაუდო ფასებს და მათ ადგილობრივი საკვების ღირებულებაზეც უამბობს.

„ქუჩის საკვები, როგორც ასეთი, საქართველოში არ არის. მის ანალოგად შეიძლება დასახელდეს ახალი ხაჭაპური ან ლობიანი, რომლებიც ყოველ კუთხეში 1,5 აშშ დოლარად იყიდება. სადილი კაფეში სადღაც 5–6 დოლარი დაჯდება. შუალედური ვარიანტია – ხინკალი,რომელიც ერთი ცალი 0,25 დოლარი ღირს, პრაქტიკულად, ყველგანაა, ათი ცალიც გყოფნის, რომ მთელი დღე შიმშილმა აღარ შეგაწუხოს“, – მიიჩნევენ AdMe.Ru–ში.

რაც შეეხება საცხოვრებელ ფართს, რეიტინგის მონაცემებით, უბრალო ორადგილიანი ნომერი თბილისსა და ბათუმში დღე–ღამეში არანაკლებ 40 დოლარი დაგიჯდებათ. სხვა ადგილებში, არცთუ ძვირ სასტუმრო სახლებში – 15–30 დოლარი. ალტერნატივის სახით AdMe.Ru მსურველებს სთავაზობს ქაუჩსერფინგს (ერთმანეთისთვის დახმარებისა და ღამის გასათევი ადგილის უფასოდ შეთავაზება მოგზაურობის დროს) ან ბინის დაქირვებას დაახლოებით 30 აშშ დოლარად დღე–ღამეში.

„წლევანდელი მოგზაურობისთვის 10 იაფი ქვეყნის“ სიის პირველ სამეულშია სომხეთი, აზერბაიჯანი და სერბეთი. ამ ქვეყნების შემდეგ მოდის ტუნისი და უზბეკეთი.

პორტალის ათეულში ასევე შედიან ინდოეთი, პოლონეთი, ეგვიპტე და ყაზახეთი.

AdMe.ru შემოქმედებითი პორტალია, რომელიც უკვე ათი წელია, ფუნქციონირებს. ის წერს ყველანაირ შემოქმედებაზე – „მაღალი ხელოვნებიდან სადარბაზოებში გამოკრულ "მაგარ" განცხადებებამდე“.

23
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (311)