რა დაავადებებზე მიანიშნებს იდაყვებზე კანის მდგომარეობა: პროფესორი განმარტავს

© Pixabay / nastya_geppიდაყვის ტკივილი
იდაყვის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
დერმატოლოგიის პროფესორის თქმით, იდაყვებზე კანის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან ის შეიძლება გარკვეულ დაავადებებზე მეტყველებდეს
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ადამიანები იდაყვებს, როგორც წესი, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არადა, ხელის ამ ნაწილს ბევრი რამის თქმა შეუძლია შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობის შესახებ, განუცხადა რადიო Sputnik-ს პროფესორმა, ექიმმა-დერმატოლოგმა სვეტლანა ჟაბოევამ.
„თუ იდაყვებზე სიწითლე, კვანძები, ქავილი ან ნახეთქები შენიშნეთ, სასწრაფოდ ექიმთან გაიქეცით. ეს შეიძლება პირველი ნიშანი იყოს იმისა, რომ შინაგანი ორგანოები წესრიგში არ გაქვთ. ნუ შეეცდებით, სახლის პირობებში გამოასწოროთ მდგომარეობა“, — გვაფრთხილებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მისი თქმით, იდაყვის არეში კანის ზედმეტი სიმშრალე და ქერცვლა შესაძლოა რომელიმე დერმატოლოგიური დაავადების მანიშნებელი იყოს. კერძოდ, ეს შეიძლება ფსორიაზზე მეტყველებდეს. ხოლო თუ სიმშრალე ძალიან ძლიერია, თან ერთვის სიწითლე და ქავილი, მაშინ საქმე სავარაუდოდ იქთიოზთან გვაქვს.
ქალი გვირილით - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
როგორ მოვიშოროთ ყურიდან გოგირდის საცობი სახლის პირობებში: ექიმი გირჩევთ
აღსანიშნავია, რომ იქთიოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის მიზეზიც უცნობია. მიმდინარეობს გარქოვანების დიფუზიური დარღვევით, რა დროსაც კანი  ხორკლიანი ქერცლით იფარება.
„ასეთ შემთხვევაში კანი იქერცლება, ნახეთქებითა და თევზის ქერცლის მსგავსი ქერქით იფარება. შესაბამისად აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია. მკურნალობა ძირითადად გულისხმობს სპეციალური დამატენიანებელი საშუალებების, ეგრეთ წოდებული ემოლიენტების რეგულარულ გამოყენებას. იქთიოზით დაავადებულმა ასეთი საშუალებები დღეში ორჯერ — დილით და საღამოს უნდა წაისვას“, — განმარტავს პროფესორი.
იდაყვების სიმშრალისა და კანის ფერის შეცვლის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობის ხანმოკლე ან გრძელვადიანი დაქვეითება. იმის დადგენა, ნამდვილად ამასთან გვაქვს თუ არა საქმე, მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია.  
ექვსი მიუტევებელი შეცდომა წნევის გაზომვისას: სავალდებულოა იცოდეთ!>>
გარდა ჩამოთვლილისა, სპეციალისტის თქმით, ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც, თუ იდაყვებზე კანის სიმშრალე და დანაოჭება წონაში კლების ფონზე დაგეწყებათ.
ჟაბოევას თქმით, მაშინაც კი, როცა არაფერი გაწუხებთ, აუცილებელია, მოუაროთ იდაყვებს და დამატენიანებელი ან დამცავი საშუალებები ისვათ. ამასთან, რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო გულდასმით უნდა მოუაროს იდაყვებს.
 
ყველა ახალი ამბავი
0