როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს წამლების გარეშე: ექიმი საკუთარ თავზე გამოცდილ მეთოდს ასახელებს

© Pixabay / Gustavo Fring ექიმი ესაუბრება პაციენტს
ექიმი ესაუბრება პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
როგორც პრაქტიკოსი ნუტრიციოლოგი აცხადებს, აფთიაქებში არ არსებობს ისეთი პრეპარატი, რომელიც მას არ მიუღია გასტრიტის სამკურნალოდ წლების განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. არსებობს გასტრიტის წამლების გარეშე განკურნების გზა, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, აცხადებს ნუტრიციოლოგი იანა ფრაი.
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
ყველაფერი გასტრიტის შესახებ: როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ დაავადებას
მისი თქმით, ეს მძიმე დაავადება მას შვიდი წლის ასაკიდან აწუხებდა, რომლის მკურნალობასაც წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებითა თუ საავადმყოფოში გავლილი პროცედურებით. საბოლოოდ მან თავად მიაგნო გასტრიტისგან განკურნების ეფექტურ გზას და ამაში მას უპირველესად მცენარეულ პროდუქტებზე გადასვლა და ხორცეულის მინიმუმამდე დაყვანა დაეხმარა.
როგორც ექიმი განმარტავს, ხორცპროდუქტები დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებსა და ძნელად მოსანელებელ ცილოვან ბოჭკოებს შეიცავს.   
„ადამიანი თავისი ბუნებით მტაცებელი არ არის, ამიტონ ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ არის მორგებული დიდი რაოდენობით ხორციანი კერძების გადამუშავებას“, — აცხადებს სპეციალისტი.
მისი თქმით, მტაცებლებთან შედარებით, ადამიანს ძალიან გრძელი ნაწლავთა სისტემა და ამასთან კუჭის წვენის არც ისე მაღალი მჟავიანობა აქვს. შესაბამისად, ბოლომდე გადაუმუშავებელი ცილები „ლპობის გზით იწყებს დაშლას, გამოყოფს ტოქსინებს და აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებს“.
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2021
როგორ ავიცილოთ თავიდან გულძმარვა? გპასუხობთ გასტროენტეროლოგი 
გარდა ამისა, ექიმი გვახსენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს, რომელმაც წითელი ხორცის მიღებასა და კუჭ-ნაწლავის კიბოს შორის კავშირი გამოავლინა.
„და ეს გასტრიტის ფორმირებასაც უწყობს ხელს“, — აღნიშნა ექიმმა.
გარდა ამისა, ფრაის თქმით, გასტრიტის წარმოშობის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტების ხშირი მიღება, ვიტამინ А-სა და B9-ის დეფიციტი, სტრესები, მოწევა, ალკოჰოლი და „ჭამის შემდეგ ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღების სულელური ჩვევა“.
ნუტრიციოლოგი ირწმუნება, რომ თუ ადამიანი ამ ყველაფერზე უარს იტყვის და კვებასთან დაკავშირებულ მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, გასტრიტისგან წამლების გარეშე განიკურნება.
ყველა ახალი ამბავი
0