ძვირადღირებული ავტომობილები

21-ე საუკუნის ნარკომანია, ანუ „საკრედიტო ნემსზე შემსხდარნი"

59
(განახლებულია 19:25 15.07.2021)
ხელოვნური ბედნიერებისთვის რბოლაში ადამიანები ნარკომანებად იქცევიან: ყიდულობენ ძვირადღირებულ ნივთებს და ხშირად უკიდეგანო ვალში ვარდებიან. როდესაც ბედნიერების წყარო შრება, ეს ადამიანები დეპრესიაში ვარდებიან, თავის უბედურებაში ყველას ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა.

თუ დაფიქრებულხართ, მაგალითად, მგზავრობთ ბოლომდე გაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არაა, სუნთქვაც ჭირს… ამ დროს ვიღაც ჯიბიდან იღებს ბოლო მოდელის ტელეფონს, რომელიც ათასები ღირს და თავმომწონედ ლაპარაკობს… გიჩნდება კითხვა, თუ მაგ ტელეფონის ფული გაქვს, რა ჯანდაბას აკეთებ ამ ავტობუსში? საკუთარი ავტომობილით რატომ არ მოძრაობ? აა, შესაკეთებლად მიიყვანე, რაღაც დაუზიანდა? მაშინ ტაქსი? რატომ ტაქსით არ მგზავრობ? აა, ბანკომატიდან გამოტანილი ასლარიანები ვერ დაახურდავე და ტაქსის მძღოლს, როგორც წესი, მისი ხურდა არა აქვს… არა, ბატონო, ეს სულაც არაა სიმართლე. მაგ მობილურ ტელეფონს და სხვა რამეებს ქართულად კუდაბზიკობა ჰქვია, როდესაც სახლში პურს ვერ ყიდულობ, მაგრამ ქუჩაში მაინც „მაგარი ბიჭი“ (ან გოგო) გამოდიხარ…

რასთან გვაქვს საქმე? რა ამოძრავებთ ასეთ ადამიანებს? ბევრი რამ და ერთ-ერთი მათ შორის სურვილია, ჰქონდეთ „ზესტატუსი", იყვნენ სხვებზე „მაგარი", წარმატებული, აჩვენონ, რომ უფრო მაღლა დგანან და სულ არ არიან „მდაბიონი".

როდესაც გყავს ძვირფასი ავტომობილი, გაქვს ლამაზი ნივთები, მდიდრული სახლი და სტატუსის სხვა სიმბოლოები, თავს ისე გრძნობ, თითქოს უფრო ძვირად ფასობ, უფრო მაღალ დონეზე ადიხარ იმათთან შედარებით, ვისაც ეს არა აქვს. როცა უყურებ მეზობელს, რომელსაც უფრო იაფფასიანი ავტომობილი ჰყავს, საკუთარ თავს ეუბნები, რომ ეს იმიტომაა, რომ „მაგარი" ხარ და მეტ ფულს შოულობ. ის მდაბიოა, შენ კი – მდიდარი.

ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“>>

ფიქრობ – მეზობელი ალბათ ფიქრობს, რომ ასეთი „მაგარი" ვარ, რადგან ბოლო მოდელის ავტომობილი მყავს. ამაზე ფიქრი გულს გითბობს და საკუთარ თვალში მაღლდები, თვითშეფასება იზრდება, თავს გრძნობ, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, როდესაც სხვა, იაფფასიან ავტომობილებს ჩაუქროლებ…

თუ შენს მეზობელს შენს ავტომობილზე უკეთესი მანქანა ჰყავს, ეს შენს თვითშეფასებას ამდაბლებს, რადგან შენი მეზობელი შენს თვალში უფრო წარმატებული ადამიანია, ვიდრე შენ. და მაშინ ერთადერთი გამოსავალი გაქვს – პირველივე შესაძლებლობისას უპირატესობა დაიბრუნო. და საუბარია არა მხოლოდ ავტომობილზე.

ასე იქნება უსასრულოდ – შენი თვითშეფასება ხან ამაღლდება, ხან დამდაბლდება. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად ბედნიერად გრძნობთ თავს.

მწერალი და ფილოსოფოსი შარლ დე მონტესკიე ამბობდა – რომ გვინდოდეს უბრალოდ ბედნიერი ვიყოთ, ამის მიღწევა ადვილი იქნებოდა; მაგრამ გვინდა სხვებზე ბედნიერი ვიყოთ, ეს კი თითქმის შეუძლებელია, რადგან ყოველთვის გვგონია, რომ სხვები ჩვენზე ბედნიერები არიან.

ხელოვნური ბედნიერებისთვის რბოლაში ადამიანები ნარკომანებად იქცევიან. ისინი ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებენ თავის „ფასეულობას" ირგვლივ მყოფებთან შეფარდებით. ისინი იცვლიან ავტომობილებს, ყიდულობენ ახალ ტელეფონებს, ძვირადღირებულ ჯინსს, ავეჯს სახლისთვის, იპკურებენ აუცილებლად ძვირადღირებულ სუნამოს, რათა განსაკუთრებით აღნიშნონ საკუთარი ნატიფი გემოვნება. ეს ყველაფერი ძვირი ღირს და არცთუ იშვიათად ეს ადამიანები უკიდეგანო ვალში ვარდებიან.

როდის ჩნდება ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების საშიშროება>>

ბედნიერებისთვის რბოლაში ასე ხდება მათი „საკრედიტო ნემსზე შეჯდომა". მათთვის ყველაზე საშინელია, რომ დაეშვან „მდაბიო" დონეზე, როგორც ისინი მიიჩნევენ და იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ნებისმიერი ფულის გადახდისთვის მზად არიან.

თავისი არარსებული სტატუსის შესანარჩუნებლად ისინი უზარმაზარ ფულს ხარჯავენ, რათა შეიძინონ ისეთი ნივთები, რომლებიც ამ სტატუსს დაადასტურებს.

თუ რაიმე ნივთი „ზესტატუსს" არ შეესაბამება, ისინი ყველანაირად დამალავენ ამას, ხოლო ის, რაც ამ სტატუსს შეესაბამება და ხაზს უსვამს, ამის ყველანაირად წარმოჩინებას ცდილობენ. მაგალითად, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება სოციალური ქსელის სტატუსში აუცილებლად იქნება აღნიშნული, ხოლო სამვარსკვლავიანი სასტუმრო – დაიმალება.

თუ მათი სახლი ძვირადღირებული არ არის, ამას ყველანაირად დამალავენ. ასეთი ადამიანების ცხოვრება ტყუილად გადაიქცევა. ისინი მოატყუებენ არა მხოლოდ სხვებს, არამედ, ძირითადად, საკუთარ თავს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნამდვილად მიეკუთვნებიან იმ სტატუსს, რომლის იმიტაციასაც ახდენენ და ყველანაირად უარყოფენ ფაქტს, რომ ეს იმ ვალების შედეგია, რომლის გადახდაც მთელი ცხოვრება მოუწევთ.

ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება>>

რაღაც მომენტში, როდესაც ბანკები კრედიტს აღარ იძლევიან და სიხარულისა და ბედნიერების წყარო შრება, ისინი ღრმა დეპრესიაში ვარდებიან. ამასთან, ყველა თავის უბედურებაში ადანაშაულებენ იმავე ბანკებს, მთავრობას, მძიმე ცხოვრებასა და დამსაქმებელს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ისინი არასდროს დაადანაშაულებენ – საკუთარი თავია. მათ ხომ ერთადერთი რამ სურდათ – უბრალოდ, ყოფილიყვნენ „როგორც ყველა", ხელიდან არ გაეშვათ ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, მისგან ყოველივე საუკეთესო მიეღოთ. განა შეიძლება, რომ ისინი დამნაშავე იყვნენ თავიანთ დუხჭირ ეკონომიკურ მდგომარეობაში?

დასასრულ, ამერიკელი მილიარდერის ჰენრი ფორდის სიტყვები:

„არ მჭირდება მდიდრულ სასტუმროში დაბინავება, რადგან აზრს ვერ ვხედავ, რომ ზედმეტი ფული გადავიხადო იმაში, რაც არ მჭირდება. სადაც არ უნდა დავბინავდე, მე ჰენრი ფორდი ვარ. დიდ განსხვავებას სასტუმროებს შორის ვერ ვხედავ. ყველაზე იაფფასიან სასტუმროშიც ისევე შეიძლება დაისვენო, როგორც მდიდრულ სასტუმროში. ეს პალტო – დიახ, მართალი ბრძანდებით, მას მამაჩემი ატარებდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მე ხომ ამ პალტოშიც მაინც ჰენრი ფორდი ვარ. ჩემი ვაჟი ჯერ ახალგაზრდა და გამოუცდელია, ამიტომ შიშობს, რას იფიქრებს ხალხი, თუ იაფფასიან სასტუმროში გაჩერდება. მე კი არ მაშფოთებს ირგვლივ მყოფთა აზრი ჩემ შესახებ, რადგან ვიცი ჩემი თავის ნამდვილი ფასი. მილიარდერი კი იმიტომ გავხდი, რომ ვიცი ფულის დათვლა და ნამდვილი და ყალბი ფასეულობების განსხვავება".

59
თემები:
სასარგებლო რჩევები (550)
მაღვიძარა

გახდომა ძილში: ექიმი ასახელებს პროდუქტს, რომელიც ღამით ცხიმებს წვავს

145
(განახლებულია 20:36 30.07.2021)
ირკვევა, რომ არსებობს პროდუქტი, რომელიც ძილის წინ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, დილით უკვე 300 გრამი გქონდეთ დაკლებული

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. წონის დასაკლებად სულაც არ არის საჭირო, ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარი თქვათ და მშიერ კუჭზე დაიძინოთ, აცხადებს ენდოკრინოლოგი ანჟელიკა ჩიჟი.

მისი თქმით, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა, ინტერვალური შიმშილი, ღამ-ღამობით კი მხოლოდ კეფირი — ეს სინამდვილეში მხოლოდ გავრცელებული მითია. სპეციალისტი ირწმუნება, რომ გახდომა ძილშიც კია შესაძლებელი -— უბრალოდ, სწორი საკვები უნდა შეირჩეს.  

„რა უნდა მიირთვათ, რომ ძილში გახდეთ. ჩვენს ორგანიზმში ღამის 12 საათამდე გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელიც ცხიმებს წვავს. იმისათვის, რომ ეს ჰორმონი გამომუშავდეს, ორი ნაბიჯი უნდა გადადგათ: პირველი — ძილის წინ ორი მოხარშული კვერცხის ცილა ჭამოთ, და მეორე — დასაძინებლად ღამის 11 საათისთვის დაწვეთ. დილით თუ აიწონებით, აღმოაჩენთ, რომ 300 გრამი გაქვთ დაკლებული“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის თქმით, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, მკაცრი დიეტის შემთხვევაშიც კი.

ესენია:

ცილები — ქათმის, ინდაურის, ძროხის უცხიმო ხორცი, თევზეული, კვერცხის ცილა.

ეს ყველაფერი ის „სამშენებლო მასალაა“, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმი გამოიფიტება. ცილა მნიშვნელოვანია არა მარტო კუნთებისთვის, არამედ ძვლების, კანის, მყესების, ჰორმონებისა და იმუნიტეტისთვის.

მცენარეული უჯრედისი — მწვანილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები.

უჯრედისი საჭმლის მომნელებელი სისტემის მშაობაზე აგებს პასუხს. მისი წყალობით, დიდხანს ნარჩუნდება სიმაძღრის შეგრძნება და სტაბილურდება ენერგეტიკული დონე. გარდა ამისა, უჯრედისი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასევე არის პროფილაქტიკა გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და კოლორექტალური კიბოსთვის.

ხილი და კენკრა — ეს მიკროელემენტებისა და ვიტამინების არაჩვეულებრივი წყაროა. მთავარია, აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომლეშიც ცოტა შაქარი და ბევრი უჯრედისია (მაგალითად, ბანანი). ყველაზე სასარგებლოა: ციტრუსები, კივი, ვაშლი და ყველანაირი კენკრა.

145
თემები:
ექიმი გირჩევთ
უნგრული გულიაში

სასარგებლო და არა მავნე: რატომ არ უნდა მოხადოთ ქაფი ხორცის ბულიონს

54
(განახლებულია 23:42 30.07.2021)
ყველა დიასახლისმა იცის, რომ ხორცს ხარშვისას თავზე მომდგარი ქაფი აუცილებლად უნდა მოაცილოს, ვინაიდან ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭუჭყი. მაგრამ ეს თურმე სულაც არ ყოფილა ასე.

ქაფი არა ჭუჭყი ან მავნე ნივთიერებების გროვა, არამედ შედედებული ცილაა, რაც დიდი რაოდენობით შედის ხორცში.

ხარშვისას ხდება კოაგულაცია, ანუ კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნება კიდეც ქაფი.
ამასთან, რაც უფრო დაბალია ცეცხლის სიმხურვალე, მით მეტი რაოდენობის ცილა გამოიყოფა ხარშვისას და მით მეტი ქაფი გროვდება ბულიონის თავზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხბოს ხორცი ბევრად ნაკლებ ქაფს იკიდებს, ვიდრე ძროხისა.

აუცილებელია თუ არა ქაფის მოხდა?

უპირველესად გავერკვეთ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძს ქაფისგან, თუ მას არ მოვხდით:

  • კერძი შედარებით სწრაფად ამჟავდება, ვინაიდან შედედებული ცილის დენატურაციისთვის მხოლოდ 40 გრადუსია საკმარისი;
  • კერძს ექნება თავისებური სუნი და გემო;
  • ბულიონი გარეგნულად არაესთეტური გამოვა, ვინაიდან ქაფის ნაწილაკების გამო გამჭვირვალობას დაკარგავს.

თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქაფს გარკვეული სარგებელიც აქვს: თუ მას არ მოაშორებთ, ბულიონი უფრო ნოყიერი და გაჯერებული გამოვა.

ასე რომ თუ სპეციფიური არომატი და კერძის „იერი“ არ გაფიქრებთ, თამამად შეგიძლიათ ჩახარშოთ ქაფი ბულიონში. ჯანმრთელობისთვის ის საშიში არ არის.

ოღონდ აუცილებლად დაიმახსოვრეთ: პირველი ბულიონი აუცილებლად უნდა გადაწუროთ, თუ ხორცს გაურეცხავად ხარშავთ. საქმე ისაა, რომ გაურეცხავი ხორცის მოხარშვა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვინაიდან წყლის ჭავლი ხორცს მასში შემავალ მიკრობებსა და მავნე ნაწილაკებს სრულად ვერ აშორებს; პირიქით, მიკრობები წყლის შხეფებთან ერთად ესხურება სხვადასხვა ზედაპირს და ასნებოვნებს მათ.

როგორ გავაქროთ ქაფი?

იმისათვის, რომ ხორცის ხარშვისას ქაფი არ წარმოიქმნას, არსებობს რამდენიმე ეშმაკობა:

  • ჩადეთ წყალში ხახვის თავი; ეს დენატურაციის პროცესს შეაჩერებს. ანუ ცილა კი შედედდება, მაგრამ წყლის ზედაპირზე არ ამოტივტივდება;
  • ჩადეთ ხორცი მდუღარე წყალში - ამით ის გარედან „შეიკვრება და ცილა წყალში აღარ გავა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ბულიონი ნაკლებად ნოყიერი იქნება. სამაგიეროდ თვითონ ხორცი იქნება მაქსიმალურად სასარგებლო და გემრიელი.
54
თემები:
სასარგებლო რჩევები (550)
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0