თუ დილაობით გახველებთ: ექიმი მოულოდნელ მიზეზებს ასახელებს

© Pixabay / Mohamed_hassan ხველება ინფექციის დროს
ხველება ინფექციის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ექიმმა განმარტა, რომელი დაავადებები ან სხვა მიზეზები შეიძლება იწვევდეს დილაობით ხველას, თუ ადამიანი არ ეწევა და არც გაციებული არ არის.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. დილაობით ხველება შესაძლოა სხვადასხვა დაავადების არსებობაზე მიანიშნებდეს, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას ექიმმა-თერაპევტმა ანდრეი ზვონკოვმა.
ყელის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს
მისი თქმით, თუ ადამიანი არ ეწევა, არ აწუხებს ქრონიკული დაავადებები და ალერგია, მაშინ დილაობით ხველება შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე მეტყველებდეს.
„ეს შეიძლება იყოს ქრონიკული გასტრიტი, ვინაიდან მაღალი მჟავიანობა, კუჭის წვენის ჭარბი რაოდენობა სიმშრალისა და წვის შეგრძნებას იწვევს ყელში“, — განმარტა ექიმმა.
გარდა ამისა, დილაობით ხველების მიზეზი შეიძლება იყოს დიაბეტიც, ვინაიდან „შაქრის მაღალი დონის გამო ლორწოვანა შრება“.
სპეციალისტის თქმით, დილაობით ხველებას შეიძლება იწვევდეს რაიმე კერძზე (მაგალითად, სუშიზე) ან ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლზე რეაქცია.
  • „მშრალი ხველება შეიძლება წარმოიქმნას, მაგალითად, ძალიან მშრალი ბრინჯის გამო: ის აღიზიანებს ყელს, თითქოს ზუმფარის ქაღალდით ხეხავს, ტოვებს წვის შეგრძნებას“, — ამბობს ექიმი.
რაც შეეხება ალკოჰოლს, წინა დღით შესმული ბევრი სპირტიანი სასმელი ასევე აშრობს ყელს და მშრალ ხველას იწვევს.
ზვონკოვის თქმით, დილაობით ხველება ასევე შეიძლება იყოს კონდიციონერის დამსახურება, რომელიც ძალიან აშრობს ჰაერს ოთახში.
ყველა ახალი ამბავი
0