პიგმენტური ლაქები ხელზე

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი

157
(განახლებულია 18:38 31.05.2021)
ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქების მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება.

ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე.

ეს პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა არაა, ახალგაზრდებიც ხშირად არიან ამისგან დაუცველი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებისას. თუ ლაქები სწრაფად იზრდება, წითლდება, სისხლდენით ან ქავილით აღინიშნება, მუქი ფერით გამოირჩევა, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მისი მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ლაზერული თერაპია, მათეთრებელი კრემები ან ქიმიური პილინგი. თანაც ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.

ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>

  • ამგვარად, დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი – ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი. 

ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.

დაგჭირდებათ:

  • 1 ხახვი
  • დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (ხახვი და ძმარი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს).

მომზადების წესი:

  • გავფცქვნათ ხახვი, გავრეცხოთ
  • გავთქვიფოთ ბლენდერში, უნდა მივიღოთ ფაფისებური მასა
  • დავამატოთ ვაშლის ძმარი
  • დავიდოთ ლაქებზე ბამბის ტამპონით
  • გავიჩეროთ 30 წუთი
  • დავიბანოთ ცივი წყლით

ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე). 

როგორ მოვიშოროთ პაპილომები სახლის პირობებში>>

ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).

გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით, თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.

157
თემები:
სასარგებლო რჩევები (532)
ყელის ტკივილი

როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

69
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცარია და პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია —  პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.  

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და ზოგადად გაციების დროს, არის არა თაფლი — როგორც ეს ბევრს ჰქონია — არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა, გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა ექიმის თქმით ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურის სხვა დაავადებების შემთხვევაში.

69
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა მამაკაცი ოფლს იმშრალებს

აძლიერებს ოფლის სუნს: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

77
(განახლებულია 20:10 16.06.2021)
ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა ერთი ნაწილი ოფლის სუნს ამძაფრებს, ხოლო მეორე, პირიქით, ოფლიანობასაც ასუსტებს და მის სუნსაც.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ოფლიანობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას, ან მის შემცირებას, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ევგენი არზამასცევი.

ექიმი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ხორცპროდუქტებზე. მისი თქმით, სწორედ ხორცი უწყობს ხელს ჭარბ ოფლიანობას.

„ხორცი თავისთავად არის მძიმე პროდუქტი. თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს და მერე, ვთქვათ, სასეირნოდ წავა, ოფლის გამოყოფა გაუძლიერდება. ამასთან, ხორცის მიღების შემდეგ შეიძლება სისხლში აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნას, რაც ოფლის სუნს აძლიერებს“, — ამბობს სპეციალისტი.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ ხორცეული კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვათ.

მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ხდება ჭარბოფლიანობის მიზეზი — ეს ცხარე წიწაკაა, რომელიც მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ კაპსაცინს შეიცავს. ამასთან, წიწაკა ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას და, შესაბამისად, ოფლიანობას.

რაც შეეხება ოფლიანობის შემამცირებელ საკვებ პროდუქტებს, ეს ძირითადად მწვანილეულია — დაკეპილი კამა, პიტნა, ანისული და სხვა არომატული ბალახეული.

„პიტნა დამამშვიდებელი საშუალებაა, მაში შემავალი ეთერზეთები ნერვულ სისტემას ამშვიდებს. და რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლებ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი“, — განმარტა სპეციალისტმა.

ექიმის თქმით, თუ გსურთ, რომ ოფლს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, ცხელ ამინდებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაზავოთ კერძები კურკუმით. საქმე ისაა, რომ კურკუმა გოგირდს შეიცავს, რომელიც ოფლის სუნს აძლიერებს.

  • გარდა ამისა, ოფლის სუნს აძლიერებს კოფეინის შემცველი პროდუქტებიც – ყავა, შავი და მწვანე ჩაი. კოფეინის მოქმედება კაპსაცინისას ჰგავს, ამიტომ ექიმი ცხელ ამინდებში უბრალო წყლის სმას გირჩევთ.

რაც შეეხება ოფლიანობისა და მისი სუნის შესუსტებას, საამისოდ კარგია გოგრის თესლი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, მისი დოზის გადაჭარბებას უკუშედეგის გამოწვევა შეუძლია. ექიმის თქმით, გოგრის თესლის ნორმა ერთ ჯერზე — მაქსიმუმ 20-30 გრამია.

77
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვლადიმი8რ პუტინი

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

0
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები იმისათვის ხვდებიან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის აყვავებულ სახლად აქციონ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0