როგორ გავხადოთ ჩიფსები უვნებელი: ექიმის რეკომენდაცია

© Photo: Pixabay / Didgeman ჩიფსები
ჩიფსები - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
იმისათვის, რომ ჩიფსებმა თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, ცნობილი დიეტოლოგის რჩევა უნდა გაითვალისწინოთ

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. ჩიფსების მოყვარულებს შეუძლიათ ისინი ორგანიზმისთვის ნაკლებ მავნებლად აქციონ, თუ გარკვეულ წესებს გაითვალისწინებენ, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში დიეტოლოგთა ასოციაციის წევრმა, ექიმმა ანა ბელოუსოვამ.  

მზესუმზირა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
იკრძალება კატეგორიულად: ვის და რა შემთხვევაში ვნებს მზესუმზირა

მისი თქმით, კარტოფილი, რომლისგანაც მზადდება ჩიფსები,  თავისთავად სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ გემოს გაძლიერების მიზნით, მას არაერთ სხვა ნივთიერებას უმატებენ − ისეთებს, რომლებიც არც ისე უწყინარია.

სპეციალისტი ამ ნივთიერებებს შორის განსაკუთრებულად გამოყოფს მარილს, რომელსაც ჩიფსები დიდი რაოდენობით შეიცავს. როგორც ცნობილია, მარილი აკავებს წყალს ორგანიზმში და ზიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დიეტოლოგმა განმარტა, როგორ უნდა დავაყოლოთ ჩიფსებს წყალი, რომ ორგანიზმიდან მარილი გამოვრეცხოთ.

„სჯობს მიირთვათ მარილიანი ჩიფსები, რომლებიც არომატიზებული არ არის. ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ კი დააყოლეთ მას დიდი რაოდენობით სითხე − არა ტკბილი გაზირებული, არამედ ნორმალური: ჩაი, უშაქრო წვენი ან უბრალო წყალი. თუ ასე მოიქცევით, ორგანიზმში მოხვედრილი მთელი მარილი გარეთ გამოიდევნება“, − აღნიშნა ექიმმა.

რაც შეეხება ჩიფსების მარალკალორიულობას, ბელოუსოვას თქმით, ამ პრობლემის მოგვარება ასეთი მარტივი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ხშირად მიირთმევთ. აქ ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ჭარბი წონის თავიდან ასაშორებლად უბრალოდ უარი თქვათ ჩიფსებზე ან ძალიან იშვიათად მიირთვათ ის.

ყველა ახალი ამბავი
0