ცხიმგამოცლილი საკვებით წონას ვერ დაიკლებთ: ექიმი საფრთხეებს განმარტავს

© Pixabay / StockSnapმამაკაცი ჭამისას
მამაკაცი ჭამისას - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
დიეტოლოგისა და გასტროენტეროლოგის თქმით, ცხიმგამოცლილი პროდუქტი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ ჯანსაღი კვების მომხრეებმა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ის ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ წონას ან ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურთ, ხშირად ნაკლებცხიმიან ან სრულიად უცხიმო პროდუქტებს ირჩევენ საკვებად, ვინაიდან ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის საფუძვლად მიაჩნიათ. მაგრამ არ უნდა გეგონოთ, რომ ნულოვანი ცხიმიანობის ან დაბალცხიმიანი პროდუქტი შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება მიირთვათ, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი, გასტროენტეროლოგი ნურია დიანოვა.

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გაცივებული ყავის სმა სახიფათოა: ექიმი განმარტავს მიზეზსა და სახეობას

მისი თქმით, ცხიმგამოცლილი საკვები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ მათ, ვინც ამგვარი პროდუქტით იკვებება.

„თუ პროდუქტი ნაკლებცხიმიანია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დილიდან დაღამებამდე შეიძლება მიირთვათ. ადამიანი ასე ცილების, გაჯერებული ცხიმებისა და სამრეწველო ტრანსცხიმების, ასევე მარტივი ნახშირწლების ზედმეტ ულუფას იღებს“, — აღნიშნა ექიმმა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

მისი განმარტებით, როდესაც პროდუქტს ცხიმს აცლიან, ის კარგავს გემოს და იცვლის კონსისტენციას, რომელთა კომპენსაციაც დანამატების ხარჯზე ხდება.

„ცხიმიანობის კონტროლი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნატურალური ცხიმი მცენარეული წარმოშობის გაურკვევლი ცხიმით არ იყოს შეცვლილი — ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია დადგენა, შეიცავს თუ არა პროდუქტი ტრანსცხიმებს“, — ამბობს სპეციალისტი.

მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2020
როგორ უნდა იკვებოთ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ: გასტროენტეროლოგის რჩევა

ექიმის თქმით, „თუ პროდუქტი ცხიმგაცლილია, ე.ი. მასზე „იჯადოქრეს“. ასეთ პროდუქტს შეიძლება დამატებული ჰქონდეს შაქარი, მარილი, სახამებელი, გემოვნური დანამატები, რათა სასიამოვნო გემო და კონსისტენცია შეიძინოს.

„ასეთ დროს ხარისხის გარანტია დაბალია — რას ვჭამთ, კაცმა არ იცის“, — გვაფრთხილებს დიანოვა.

დიეტოლოგი და გასტროენტეროლოგი დარწმუნებულია, რომ უპირატესობა საშუალო ცხიმიანობის ნატურალურ პროდუქტს უნდა მიენიჭოს — მინიმალური სამრეწველო დამუშავებით, ვინაიდან ცხიმგამოცლილი და დანამატებიანი საკვების ხანგრძლივი გამოყენება მავნებელია ჯანმრთელობისთვის და, პირიქით, წონაში მატებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0