ღვიძლის საშიში პრობლემების ყველაზე ხშირი სიმპტომები: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / Tumisuექიმი ანგელოზის ფრთებით
ექიმი ანგელოზის ფრთებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ექიმებმა ღვიძლის საშიში დაავადებების რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომი გამოყვეს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ღვიძლის დაავადებები შეიძლება იყოს როგორც მემეკვიდრეობითი (გენეტიკური), ისე გარე ფაქტორებით გამოწვეული — ვირუსებით ინფიცირების, ალკოჰოლისა თუ გაცხიმოვნების ჩათვლით, აცხადებენ მედიკოსები.

ექიმი ესაუბრება პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
დაგეხმარებათ ღვიძლის სწრაფად აღდგენაში: ექიმი ასახელებს პროდუქტს

მათი თქმით, ღვიძლის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს ნაწიბურების გაჩენა, ფიბროზი თუ ციროზი, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

ექიმებმა ღვიძლის საშიში დაზიანების რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომი გამოყვეს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

მათი თქმით, ასეთი ნიშნების რეაგირების გარეშე დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შენიშნეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სითხის შეკავება — ფეხებსა და მუცელზე შეშუპებები ღვიძლის მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს. ასეთი სიმპტომები ციროზის განვითარებაზე მეტყველებს. ქსოვილებში სითხის შეკავება ღვიძლში ცილა ალბუმინის გამომუშავების პროცესში დარღვევებისას ხდება.

ფერის შეცვლა — თვალები და კანი მოყვითალო, ხოლო შარდი უფრო მუქი ხდება ბელირუბინის დონის ზრდის გამო. ეს პიგმენტი ერითროციტების დაშლისას წარმოიქმნება. ჯანმრთელი ღვიძლი შთანთქავს ბელირუბინს და ნაღველად აქცევს მას, რომელიც ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოიდევნება.

Боли в животе и недомогание - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
ღვიძლის ციროზი: დასახელდა უჩვეულო და არასპეციფიკური წინასწარი ნიშნები

ცნობიერების აღრევა, ძილიანობა — ეს შეიძლება ღვიძლის ენცეფალოპათიით აიხსნას, რაც ტვინის ფუნქციის დარღვევას ნიშნავს. ეს მაშინ ხდება, როცა ღვიძლი სისხლს ტოქსინებისგან ვეღარ წმენდს. ამგვარი პრობლემა შეიძლება მოულოდნელადაც გაჩნდეს, ასევე ნელ-ნელა განვითარდეს.

სისხლდენა — ციროზით დაავადებაზე მიანიშნებს სისხლის კვალი ნარწყევსა თუ განავალში, ასევე რექტალური სისხლდენა.

გარდა ამისა, არსებობს სხვა საყურადღებო სიმპტომებიც, რომლებიც ასევე მიანიშნებს ღვიძლის დაავადებებზე. ესენია:

ყველაზე საშიში ღვიძლისთვის: ექიმი ასახელებს სახიფათო პროდუქტებს>>

  • კანის ქავილი;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • უმადობა;
  • სილურჯეების გაჩენა სხეულზე.
მეცნიერები კატეგორიულად გვაფრთხილებენ: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი იგრძენით, ან ნებისმიერი ზემოთ ნახსენები სიმპტომი შენიშნეთ! 

ექსპერტების თქმით, ჯანმრთელ ადამიანს ღვიძლის მწვავე უკმარისობა შეიძლება სწრაფად განუვითარდეს, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0