მთავარია, არ გაიკეთოთ... ტრიქოლოგმა თმისთვის მავნებელი ვარცხნილობა დაასახელა

© photo: Pixabay / Engin_Akyurtხვეული თმა
ხვეული თმა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
სპეციალისტის განმარტებით, თმების ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მოცულობის გასაზრდელად საჭირო პოპულარული მანიპულაცია

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თმებთან დაკავშირებით პრობლემის ორი ძირითადი კატეგორია არსებობს — ეს არის თმის ძლიერი ცვენა და სტრუქტურის დაზიანება, განაცხადა რადიო Sputnik–თან ინტერვიუში ცნობილმა ტრიქოლოგმა გეორგ აბრამოვმა.

გრძელთმიანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
როგორ დავაჩქაროთ თმების ზრდა: ეს იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

მისი თქმით, თმების მდგომარეობის გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი (ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა), ისე გარეგანი მიზეზებით — ანუ თმებთან დაკავშირებული მანიპულაციებით.

სპეციალისტის განმარტებით, თმების ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ზოგი მანიპულაცია, მაგალითად, ბუფანტი, ანუ „ნაჩოსი“, რა დროსაც თმა ზრდის საწინააღმდეგოდ ივარცხნება მისთვის მოცულობის მისაცემად.

„რა ხდება ამ დროს: ჩვენ ვარღვევთ კუტიკულას, ანუ თმის დამცავ გარე ფენას, რომელიც ძირიდან წვერისკენაა მიმართული და თევზის ქერცლს ჰგავს... ეს მავნებელია. თავად ვარცხნილობა აბსოლუტურად უმნიშვნელოა თმების ჯანმრთელობისთვის. მთავარია, „ნაჩოსი“ არ გაიკეთოთ“, — აღნიშნა ექიმმა.

ტრიქოლოგის თქმით, ვარცხნილობის გარდა, თმების ჯანმრთელობაზე არც მისი სიგრძე არ ახდენს არანაირგავლენას.

„ზოგჯერ ქალები, როდესაც ცვენა ეწყებათ, თმებს იმოკლებენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათი სიმძიმე ხელს უწყობს ცვენას. მაგრამ ეს შეცდომაა: თმის სიგრძე არანაირ გავლენას არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე“, — ამბობს სპეციალისტი.

როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გადაივლეთ თმებზე ძმარი და არა ბალზამ-კონდიციონერები: ექიმ-ტრიქოლოგის რჩევა

გარდა ამისა, ექიმი გვირჩევს, ყურადღება გავამახვილოთ, თუ რა სიგანისაა თმის გამყოფი ხაზი (пробор) და ასევე დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად გვჭირდება თმის დაბანა.

როგორც ირკვევა, სწორედ გამყოფი ხაზის სიფართოვე მიანიშნებს თმის ცვენის საფრთხეებზე. აბრამოვის თქმით, რამდენადაც ფართოა ეს ხაზი, მით მეტია ცვენის რისკი.

რაც შეეხება დაბანის სიხშირეს, ექიმი ამბობს, რომ ეს თმის ცხიმიანობის დონითაა განპირობებული, რაც შეიძლება ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების სიჭარბეზე მიანიშნებდეს.

ჩვეულებრივი სასმელი გამელოტების წინააღმდეგ: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა>>

„ზოგს ჰგონია, რომ თუ თმა სწრაფად უცხიმინადება, საჭიროა თავი საამისოდ განკუთვნილი შამპუნით დაიბანოს. ესეც შეცდომაა: თუ თავს ყოველდღე ან დღეგამოშვებით დაიბანთ ცხიმიანი თმის შამპუნით და კანს ძლიერ გამოაშრობთ, ამით კიდევ უფრო გააძლიერებთ ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობას. ანუ, რაც უფრო ხშირად იბანთ თავს, მით უფრო ნეიტრალური უნდა იყოს შამპუნი“, — განმარტა სპეციალისტმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0