დასახელდა ცნობილი მედიკამენტის საფრთხეები: ექიმი გირჩევთ

© photo: Pixabay / HeungSoonსამკურნალო აბები
სამკურნალო აბები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, ამ პოპულარული პრეპარატის დოზის გადაჭარბებას შეიძლება კომა და მძიმე მეტაბოლური აციდოზი მოჰყვეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. პოპულარული ტკივილგამაყუჩებლის „პარაცეტამოლის“ დოზის მცირედ გადაჭარბებას შეუძლია ორგანიზმის უსიამოვნო გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს, წერს გამოცემა Express ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

ტკივილგამაყუჩეველი პრეპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2020
პოპულარული ტკივილგამაყუჩებლების საფრთხე: ცნობილი ექიმები რეკომენდაციებს ავრცელებენ

სპეციალისტების თქმით, „პარაცეტამოლის“ დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია პირღებინება და გულისრევის შეგრძნება. როგორც წესი, ეს სიმპტომები ჰეპატოტოქსიკური (ანუ ღვიძლისთვის ტოქსიკური მოქმედების) დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში იჩენს თავს.

გარდა ამისა, ადამიანს შეიძლება დაეუფლოს ძილიანობა, გაუჩნდეს ტკივილები მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, ან დაემართოს სიყვითლე.

ამასთან, როგორც სამეცნიერო ჟურნალ British Medical Journal-ში (BMJ) გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, „პარაცეტამოლის“ დოზის დიდ გადაჭარბებას „იშვიათ შემთხვევებში შეიძლება კომა და მძიმე მეტაბოლური აციდოზი (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სითხეებში ზედმეტად ბევრი მჟავაა) მოჰყვეს“.

როგორც ბრიტანეთის შხამების საინფორმაციო სამსახური წერს, „პარაცეტამოლის“ დოზის გადაჭარბება შეიძლება იყოს:

  • მწვავე — როდესაც ადამიანი პრეპარატს ერთი საათის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობით;
  • ეტაპობრივი — როდესაც ადამიანი „პარაცეტამოლს“ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0