თუ თქვენს რაციონში ხშირად არის კვერცხი, ორგანიზმის ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებთ

CC BY 2.0 / United Soybean Board / Eggs in Basketკვერცხი კალათაში
კვერცხი კალათაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
კვერცხს ადამიანები ოდითგანვე  გამოიყენებდნენ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. ალბათ ცოტა რამ თუ გსმენიათ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ.

უპირველესად კვერცხი არის პროტეინების წყარო. ორ კვერცხში იმდენივე პროტეინია, რამდენიც ამდენივე მოცულობის ძროხის რძეში ან თევზში. კვერცხი განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვების, მოზარდების, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებისთვის. თუ რა სასარგებლო თვისებები გააჩნია კვერცხს, ამის შესახებ უფრო ვრცლად სტატიაში მოგიხრობთ.

Golden Tulip Borjomi - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
თუ საოცარი ბუნებით ტკბობა გსურთ, ბორჯომს უნდა ესტუმროთ – პატარა სამოთხე საქართველოში

ძილი

როგორც ცნობილია, კვერცხი ორგანიზმს ეხმარება მელატონინის გამომუშავებაში. ეს უკანასკნელი სასარგებლო ჰორმონია, არეგულირებს სადღეღამისო რიტმებს. მელატონინზე დამოკიდებულია ძილიანობაც.  საყურადღებოა ისიც, რომ კვერცხი შეიცავს ტრიპტოფანს, მჟავას, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ხსნის განგაშსა და შფოთვას. ასე, რომ ძილის წინ ერთი კვერცხის მიღება მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ.

სახის კანი

ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს კანზე. ეს უკანასკნელი  ჩვენს კანს ელასტიურობას მატებს. ის ინტენსიურად ასუფთავებს ფორებს, აღადგენს სახის ოვალს და კვებავს კანს.

ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ არჟანთან (თუ მშრალი კანი გაქვთ) ან იოგურტთან (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ) ერთად.  დაიდეთ სახეზე თხელ ფენად და დაელოდეთ გაშრობას. შემდეგ დაიტანეთ მეორე ფენა და დაიცადეთ 5 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამ ნიღაბში შეგიძლიათ თქვენთვის შესაფერისი მცენარეული ზეთი ან თაფლი დაუმატოთ. ვიტამინებისა და მინერალების დიდი შემცველობის გამო – კვერცხის გული ძალიან სასარგებლოა. ძვირადღირებულ კრემებში ამ ეფექტების შესანარჩუნებლად ძლიერ კონსერვანტებს იყენებენ, თქვენ კი საშუალება გაქვთ ის ნატურალური პროდუქტის სახით მიიღოთ.

ნათია კიკოლაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
ბიოსტიმულაცია და რევიტალიზაცია: გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება

თმა

კვერცხის ნიღბები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია.  კვერცხი შეიცავს ამინომჟავებს, რაც ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. ლეციტინი თმას დაზიანებისგან იცავს და აღადგენს მას. სწორედ ამიტომ, კვერცხის ნიღბები სასარგებლოა როგორც შეღებილი, ასევე დაზიანებული თმისთვისაც.

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ დაიტენიანოთ თმა და ის უფრო აბრეშუმისებრი გახადოთ. ათქვიფეთ 1 კვერცხი და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე. უკეთესია თუ სოფლის რძეს გამოიყენებთ (არაპასტერიზებული), რადგან მასში მაქსიმალური რაოდენობის ვიტამინები და მინერალებია. ნიღაბი შეიზილეთ და დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა რბილი და აბრეშუმისებური იქნება.

ლიმონიანი წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
როგორ გავიწმინდოთ თირკმელები ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით: ხუთი ეფქტური მეთოდი

მხედველობა

კვერცხი ძალიან სასარგებლოა თქვნი თვალებისთვის. კვერცხში დიდი რაოდენობით შედის ლუთეინი და ზეაქსანტინი, რომელიც ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას, განსაკუთრებით კი კატარაქტის განვითარებას.

წონის კორექცია

დიეტოლოგები გვირჩევენ ერთი კვერცხი დილაობით, მეორე კი საღამოობით მივირთვათ. დილით მიღებული კვერცხის წყალობით დიდხანს ვინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. საღამოს მიღებული კი გვამშვიდებს და ძილის ხარისხს გვიუმჯობესებს. მოწესრიგებული ძილის რეჟიმი კი ძალიან მნიშვნელოვანია დიეტის დროს.

ამასთან, გახსოვდეთ, კვერცხი აფერხებს დაბერების პროცესს, ეხმარება წონის შენარჩუნებას და განამტკიცებს ჯანმრთელობას.

თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
როგორ გავიყუჩოთ თავის ტკივილი წამლების გარეშე, ბუნებრივი მეთოდებით

ინსულტი

კვერცხის ხშირად მიღება ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. როგორც კვლევებით დასტურდება, ყოველდღიურად მისი მიღება 30%-ით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

გულის დაავადებები

ასევე დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ კვერცხს, ნაკლებად აწუხებთ გულის დაავადებები. როგორც ცნობილი გახდა, კვერცხი 20-25%-ით ამცირებს კარდიოვასკულარულ დაავადებებს.

ბრონქტი

ჩვენი ბებიების თაობას ძალიან უყვარდა ე.წ. გოგლი-მოგლი, რომელსაც კვერცხის და შაქარისგან ამზადებენ. როგორც გაირკვა, ბრონქიტის დროს ეს შესანიშნავი დამარბილებელი საშუალება ყოფილა. აუცილებლად სცადეთ ბრონქიტის დროს ეს უგემრიელესი ნაზავი და შედეგში თავად დარწმუნდებით.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
მინანქარში გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსანი", ანუ რა ხდება, როცა ხელოვნება სულის ნაწილი ხდება

შაკიკი

თუ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რძისა და კვერცხის კოქტეილი ხსნის ტკივილს და შაკიკის შეტევას.

კალცი

ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ორგანიზმს  აძლიერებს და კალცით ამარაგებს კვერცხის ნაჭუჭის მიღება. 1 თვის განმავლობაში მიიღეთ ახალი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი. ამისათვის ნაჭუჭი ამოავლეთ მდუღარეში, გაახმეთ ტაფაზე და დაფქვით. მიიღეთ დილით უზმოზე: ნახევარი ჩაის კოვზ ფხვნილს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, შეგიძლიათ გახსნათ წყალშიც.

კარანტინი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
​უქმნის თუ არა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს პირბადის ტარება: რეკომენდაცია მშობლებს

და, ბოლოს...

კვერცხი მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალური სუბსტანციებით, წარმოადგენს ტვინის საკვებს და სასქესო ჰორმონების წარმოქმნისთვის აუცილებელი ნიაცინის (ნიკოტინმჟავას) წყაროს, გარდა ამისა, შეიცავს E ვიტამინს, რომელიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს, ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს და სისხლძარღვთა კედლებზე არსებული ქოლესტერინული ფოლაქების დამშლელ ლეციტინს.

თანამედროვე ექიმები ამბობენ, რომ უმი კვერცხი ნაკლებად სანდოა, ბევრ ბაქტერიას შეიცავს და სალმონელოზის საფრთხის შემცველიცაა, ამიტომ გვირჩევენ, კვერცხი ძირითადად მოხარშული მივიღოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0