ამოიცანით საშიში დაავადებები კანის სუნის მიხედვით: ექიმის განმარტება

© Pixabay / LeandroDeCarvalhoჯანსაღი სხეული
ჯანსაღი სხეული - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
გამომდინარე იქიდან, რომ კანის საფარველი ორგანიზმის ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებს, მისი სუნის მიხედვით შაქრიანი დიაბეტის წინასწარ დადგენაც კი არის შესაძლებელი.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ადამიანის კანი არის გლობალური ფილტრი, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმიდან მისთვის არასაჭირო ნივთიერებები გამოიდევნება, ამიტომ კანის მდგომარეობას ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აცხადებს თერაპევტი და დიეტოლოგი ნატალია ლაზურენკო.

ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რა უნდა იცოდეთ „სიკვდილის სამკუთხედზე“: უკიდურესად სახიფათო ზონა სახეზე

მისი თქმით, კერძოდ, პათოლოგიების არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს კანის საფარველის სპეციფიკური სუნები.

მაგალითად, როგორც სპეციალისტი ამბობს, ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებით გამოწვეულ მეტაბოლურ დარღვევებზე შეიძლება მიანიშნებდეს კანის მომჟავო სუნი.

„როდესაც ორგანიზმში კეტო–პროდუქტების ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება, კანს შეიძლება მჟავე სუნი ჰქონდეს. ამით ორგანიზმი იძლევა სიგნალს, რომ მას ამ პროდუქტების ფილტრაცია დარღვეული აქვს“, — განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, ასეთი სუნი შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით მოიხმარს ცილოვან ან ძალიან ცხიმიან საკვებს.

სპეციალისტის თქმით, კანის სუნმა ასევე შეიძლება გვამცნოს შაქრიანი დიაბეტის განვითარების შესახებაც — ეს მომჟავო–მოტკბო სუნია.

როგორც სპეციალისტი ამბობს, გარდა სუნებისა, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა კანის მდგომარეობაც — მაგალითად, აკნეს (ფერიჭამიები, გამონაყარი) ლოკალიზაცია: თუ გამონაყარი ნიკაპის მიდამოებში ჩნდება, ზედმეტი არ იქნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემოწმება, ხოლო თუ მთლიანად ქვედა ყბის მიდამოებში — მაშინ ჰორმონებზე უნდა გაესინჯოთ.

ყველა ახალი ამბავი
0