თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ყალბ პრეპარატებს აფთიაქებში ვერ შეიძენთ, თუმცა მათ ხშირად გადააწყდებით უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში, აცხადებს RNC Pharma-ს დირექტორი ნიკოლაი ბესპალოვი.
მისი თქმით, საუბარია ძვირადღირებული სამკურნალო პრეპარატების იაფფასიან ანალოგებზე.
„ზოგი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ ამ სახით მათ ბევრად ხარისხიან პრეპარატებზე აქვთ წვდომა. საუბარია კონტრაფაქტული პროდუქციის გაცნობიერებულ შეძენაზე სხვადასხვა მიზეზით — ფინანსური თუ მენტალური“, — ამბობს სპეციალისტი.
იმისათვის, რომ ინტერნეტ-მაღაზიებში ყალბი პრეპარატი არ შევიძინოთ, ექსპერტი გვირჩევს, კარგად შევისწავლოთ წამლის შეფუთვა. გარდა იმისა, რომ ის კარგი ხარისხის პოლიგრაფიით უნდა გამოირჩეოდეს (მკაფიო წარწერა, გაუდღაბნელი საღებავი და სხვ.), შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მარკირება ვარგისიანობის ვადისა და პრეპარატის სერიის მითითებით. ხოლო 2020 წლის ივლისის შემდეგ გამოშვებულ პრეპარატებზე data matrix–კოდი უნდა უნდა იყოს აღბეჭდილი.
სპეციალისტის თქმით, თუ წამალი რომელიმე ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, დიდი ალბათობით, გაყალბებულ პროდუქციასთან გაქვთ საქმე.